აკნეს მკურნალობა – ინოვაციური მეთოდით, მედიკამენტების გარეშე.
რა არის აკნე?
აკნე წარმოადგენს კანის დაავადებას, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება თინეიჯერულ ასაკში. აკნე მოზარდების დაახლოებით 80%-ს აწუხებს.
გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ბაქტერიული ინფექცია, ჰორმონალური დისბალანსი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა, ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთება.
ამ მიზეზების დროს კანის ცხიმოვან ჯირკვლებში ზომაზე მეტი ცხიმი გამომუშავდება. ამას ემატება თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ეს ყველაფერი ფოლიკულაში გროვდება, იბერება და სადინარები იხშობა. როცა მათში ბაქტერიები სახლდება, გარდაუვალია ანთებითი პროცესის დაწყება. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება : პაპულა – ანთებადი, შეწითლებული, მაგარი, მუწუკისმაგვარი წარმონაქმნი; პუსტულა – ჩირქიანი წარმონაქმნი; ნოდულა – უფრო დიდი ზომის, კანში ღრმად ჩამჯდარი, ძლიერ მტკივნეული წარმონაქმნი, რომელმაც შესაძლოა ნაწიბურიც კი დატოვოს და კისტაც.
აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მათ შორის , ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია ბიორეზონანსული თერაპია.
MEDIS TRINITY არის პორტატული მოწყობილობა ბიორეზონანსული თერაპიისთვის სახლის პირობებში.

მუშაობის პრონციპი დაფუძნებულია სუსტი ელექტრომაგნიტური ტალღების(რხევის) ზემოქმედებაზე, რომლებიც იწვევს რეზონანსულ გამოხმაურებას ორგანიზმში.
ამ ელექტრომაგნიტურ სიხშირეებს აქვთ მიზანმიმართული მოქმედება ,რომელიც განკუთვნილია კონკრეტული ბაქტერიის სიხშირის ჩასახშობად, რაც იწვევს მის განადგურებას.
ორგანიზმზე ზემოქმედება ხორციელდება სისხლძარღვებიდან, ნერვული ბოჭკოებიდან და კანზე განთავსებული ბიოლოგიურად აქთიური წერტილებიდან.
ელექტრომაგნიტური ზემოქმედების ფორმისა და სიხშირის სწორად შერჩევის შემთხვევაში შესაძლებელი სწორი-ფიზიოლოგიური სიშირეების(რხვების) გაძლიერება და პათოლოგიურის შემცირება.
რადგანაც ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება არის არა სითბური , არამედ სიხშირულ-რეზონანსული , ის მოქმედებს მხოლოდ შერჩეული სიხშირის მქონე ბაქტერიის , ვირუსის, პარაზიტისა თუ სოკოს უჯრედზე. აქედან გამომდინარე , არ ხდება ზემოქმედება სხვა , ირგვლივ მყოფ უჯრედებზე ანუ ბიორეზონანსულ-სიხშირული ზემოქმედება 100 % უსაფრთხოა მომხმარებლისთვის.
აკნეს მკურნალობის დროს ფრიად მნიშვნელოვანია ისეთი ორგანოთა სისტემების სწორი ფუნქციონირება, როგორიცაა იმუნური, ლიმფური, ენდოკრინული , საჭმლის მომნელებელი სისტემები. ასევე აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება.
როგორ არეგულირებს BIOMEDIS TRINITY – ი ორგანოთა და სისტემების მუშაობას
ყველა ორგანიზმი არის ფიზიოლოგიური ელექტრომაგნიტური ტალღების წყარო. ჯანმრთელი უჯრედები მუშაობისას გამოყოფენ მათთვის დამახასიათებელ ტალღურ სიხშირეებს. დაავადებული უჯრედის სიხშირეები განსხვავდება ჯანმრთელი უჯრედის სიხშირეებისგან.
ყველა ორგანიზმი არის ფიზიოლოგიური ელექტრომაგნიტური ტალღების წყარო. ჯანმრთელი უჯრედები მუშაობისას გამოყოფენ მათთვის დამახასიათებელ ტალღურ სიხშირეებს. დაავადებული უჯრედის სიხშირეები განსხვავდება ჯანმრთელი უჯრედის სიხშირეებისგან.
ერთ მოწყობილობაში განთავსებულია ორგანიზმზე ზემოქმედების 200-ზე მეტი გამაჯანსაღებელი კომპლექსი. ეს პროგრამული კომპლექსები:
- აუმჯობესებს ორგანოთა და სისტემების ფუნქციონირებას ;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- აფერხებს ადრეული დაბერების პროცესს ;
- ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას (დეტოქსიკაცია) და მისი ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას;
- გააჩნია ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტარული,სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება;
- არეგულირებს ფსიქოემოციურ სფეროს;