fbpx
beperfect - ბიპერფექტი

BEAUTY INSIDE – სახის მოვლის აპარატი 3 ერთში

ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს : რადიოსიხშირულ ტალღებს, ელექტრო – სტიმულაციას , ცისფერ და წითელ ლედ – ნათებას, ამ ტექნოლოგიების საშუალებით ხდება სახის კანში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, კოლაგენის გამომუშავების გააქტიურება , სახის კუნთები სტიმულაცია . ცისფერ ნათებას აქვს აგრეთვე ანტიბაქტერიული ეფექტი .

ამ აპარატის საშუალებით სახლის პირობებში შესაძლებელია :

  • სახის კანის გამკვრივება
  • წვრილი ნაოჭების გასწორება;
  • სახის კანის ღრმა დატენიანება ;
  • ლაქების მოშორება ;
  • აკნეს (ჩირქოვანი გამონაყარის) მკურნალობა ;

       თერაპიული ეფექტი:

  • EMS – თერაპია . ხდება  კუნთების სტიმულაცია , გამკვრივება . ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას , ამცირებს შეშუპებას. ამ რეჟიმის გამოყენების 1 წუთი უდრის ხელით კუნთების მასაჟის 20 წთ – ს.
  • RF – თერაპიას . აქვს ლიფთინგის ( კანის გამკვრივების) ეფექტი . რადიოსიხშირული ტალღები აღწევს კანის ღრმა შრეებში , აღადგენს კოლაგენის ბოჭკოების სტრუქტურას , ასევე ააქტიურებს მათ გამომუშავებას და ხელს უწყობს ახალი კონაგენის ბოჭკოების დაგროვებას კანში .
  • წითელი შუქდიოდური ნათება – გამოყოფილი ენერგია აღწევს 6 -8 მმ- ის სიღრმეზე . იწვევს ფობრობლასტების ( კოლაგენის წინამორბედი უჯრედი) გააქტიურებას , აწესრიგებს ლიმფური სისტემის მუშაობას , ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას , ზრდის კანის ელასტიურობას . აშორებს ლაქებს , ქვედა ქუთუთოს სიმუქეს და შეშუპებას. ატენიანებს კანის ღრმა ფენებს , ამცირებს ფორებს. კანი ხდება გლუვი და ელასტიური.
  • ულტრაიისფერი ლურჯი ნათება – გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი. ამშვიდებს კანს , არეგულირებს ცხიმის გამოყოფას , აწესრიგებს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
  • ვიბრაცია – შეადგენს დაახლოებით 9500 ბრუნვით სიხშირეს წუთში ( 9500 rpm ) ამცირებს ნაოჭებს , კანის ცხიმიანობას , ასუფთავებს ფორებს.
  • პოზიტიური იონები : ღრმად ასუფთავებს კანს და ფორებს. აუმჯობესებს უჯრედების კვების პროცესს , არბილებს ძველ კერატინს . კანს ხდის უფრო ელასტიურს და გლუვს.

მოხმარების წესები :

1 . აპარატის გამოყენების წინ აუცილებლად დაიტანეთ მალამო ( უმჯობესია იყოს თხელი კონსისტენციის , მაგალითად ემულსია ან ჟელე ).

2. არ გააჩეროთ დიდხანს ერთ ადგილზე, ამოძრავეთ წრიული მოძრაობებით მარცხნიდან მარჯვნივ , ქვემოდან ზემოთ ან შიგნიდან გარეთ მიმართულებებით.( მიმართულებები შეგიძლიათ იხილოთ თანდაყოლილ ინგლისურ ინსტრუქციაში);

3 . კანის გასასუფთავებლად შეგიძლიან აპარატს თავზე წამოაცვათ მაკიაჟის მოსაშორებელი სველი ხელსახოცი და დააფიქსიროთ მაგნიტით ( მრგვალი რგოლი აპარატის თავზე, რომელიც მარტივად ეხსნება ); ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ლურჯი ნათების რეჟიმი ;

4 . კანის ღრმა დატენიანებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ნაჭრის ნიღბები გაჟერებული კოლაგენით , ჰიალურონის მჟავით და ა.შ  ამ შემთვევაში ზედ ნიღაბზე გადაატარეთ წითელი ნათების რეჟიმი.

ყურადღება !

!!!!! აპარატის გამოყენებისას შესაძლებელია იგრძნოთ გათბობის და წვის შეგრძნება . თუ ეს იწვევს დისკომფორტს დაიმატეთ მალამო, ჩაუწიეთ სიმძლავრეს ან უფრო სწრაფად ამოძრავეთ აპარატის თავი წრიული მოძრაობებით.

აპარატის გამოყენება არ შეიძლება :

  • ღია ჭრილობაზე ;
  • თუ გაქვთ სიმსივნური წარმონაქმნები აპარატის მოხმარების ადგილზე ;

პირველ შედეგს აპრატის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში ან 2-3 კვირაში მიიღებთ. შესამჩნევი ეფექტი მიიღწევა აპარატის გამოყენებიდან რამოდენიმე თვეში ( დამოკიდებულია კანის პრობლემასა და მდგომარეობაზე) .

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე : 595 246246

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *