გამოყენების წესები :
ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთმოცემულ ინსტრუქციას.
შემადგენლობა :
- ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი;
- სადგამი- 1 ცალი ;
- იუესბი კაბელი – 1 ცალი;
- სამგზავრო ჩანთა ;
- ინსტრუქცია ინგლისურ და ქართულ ენებზე;
უკუჩვენებები ანუ აპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ :
- მეტალის პროტეზი ( მაგალითად თვალის , ყურის, ძვლის , სახსრის) :
- ვენების ან არტერიების პათოლოგია გამოყენების ადგილზე ,
- ტრომბოფლებიტი ან სისხლის შედედების პრობლემები ( მომატებული პროტრომბინი და ა.შ) ;
- არ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით გარდა მოხმარების წესებში მითითებულისა ;
- ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთა კონსულტაციის შენდეგ ;
უსაფრთხოების წესები :
- მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
- ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
- მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში.
- სრულად დატენვის შემდეგ გამოაერთეთ ქსელიდან;
- აპარატის სადგამი არ არის წყალგამძლე, მოარიდეთ დასველებას;
- მოარიდეთ ბავშვებს ;
გამოყენების წესები :
- აპარატი არ ჩაირთვება თუ არ არის ბლომდე დატენილი,( უნდა ანათებდეს ლრჯი ნათურა);
- ჩართვა : დააჭირეთ ღილაკს , რომელიც განთავსებულია აპარატის ზედაპიზე, ერთხელ. გამოჩნდება 3 წარწერა. ზედა – ultra , შუა – clean , ქვედა – nutrition.
- ღილაკზე 2 დაჭერით ( ათვლა ყოველთვის იწყება გამორთული მდგომარეობიდან ) ირთვება რეჟიმი „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით“ და ანათებს ნათურა წარწერით “ultra”. ღილაკზე ორჯერ ზედიზედ დაჭერისას ირთვება რეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“ და ანათებს ნათურა – ultra . ორივე რეჟიმის გამოყენებისას იგრძნობა ასევე ვიბრაცია.
- ღილაკზე 3 – ჯერ დაჭერით ირთვება ლიფტინგის რეჟიმი . იგრძნობა წყვეტილი იმპულსაცია და ვიბრომასაჟი , ანათებს ნათურა წარწერით – ultra.
- ღილაკზე 4 – ჯერ დაჭერით ირთვება რეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“. იგრძნობა უწყვეტი ვიბრაცია და ანთებულია ნათურა წარწერით – clean .
- ღილაკზე 5 – ჯერ დაჭერით ირთვება რეჟიმი „ სონოფორეზი „ .იგრძნობა უწყვეტი ვიბრაცია და ანათებს ნათურა წარწერით „ nutrition”.
- აპარატის გამორთვა ხდება ღილაკზე დიდხანს დაჭერით.
- აპარატი უწყვეტად მუშაობს 10 წუთის მანძილზე , შემდეგ ითიშება ავტომატურად.
როგორ იტენება:
- თუ აპარატი დაჯდა აინთება წითელი ნათურა და მოწყობილობა გაითიშება;
- შეაერთეთ მოწყობილობა ქსელში და დატენეთ სანამ არ აინთება ლურჯი შუქი. გამოაერთეთ ქსელიდან.
თერაპიული ეფექტი :
სახის გამწმენდი პორტატული ულტრაბგერის აპარატი გამოიმუშავებს 24 000 ჰერც / წმ ულტრაბგერით ტალღას , რომლის საშუალებითაც შესაძლებელია :
- დახშული და დაბინძურებული ფორების ამოსუფთავება , მკვდარი უჯრედების კანის ზედაპირიდამ მოცილება უმტკივნეულოდ .
- კანის გაახალგაზრდავება და გამკვრივება . მიკროიმპულსური და ულტაბგერითი ტექნოლოგიის გამოყება ხელს უწყობს უჯრედული კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას და უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის აღდგენას. ამის ხარჯზე ხდება კანის ღრმა დატენიანება და გაჯანსაღება.
- კანის უჯრედებში მეტაბოლიზმის დაჩქარება , ძველი კერატინის დარბილება , კანის ელასტიურობის, სიმკვრივის და სიგლუვის აღდგენა. ეს შესაძლებელია თანამედროვე იონური ტექნოლოგიის გამოყენებით . უარყოფითად დამუხტული იონები ხელს უწყობს დიდი ზომის მოლეკულების ( ისეთი როგორიცაა სახის მკვებავი საშუალებები ) შეწოვას კანის ზედაპირიდან.
- ანთებითი პროცესის ჩაქრობა , ბაქტერიების განადგურება ულტრაიისფერი შუქის საშუალებით , რაც ეფექტურია აკნეს ( გამონაყარის) სამკურნალოდ .
ღრმა წმენდის პროგრამის გამოყენება :
- გაისუფთავეთ კანი ( დაიბანეთ ან გამოიყენეთ გამწმენდი გელი, შრატი და სხვა) და დატოვეთ სველი. არ გამოიყენოთ აპარატი მშრალ კამზე!
- ჩართეთ მოწყობილობა . აირჩიეთ პირველი რეჟიმი „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით“ ან მესამე რეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“. დაიჭირეთ მოწყობილობა ისე რომ სამართავი პანელის ეკრანი იყურებოდას გარეთ . მეორე ხელით დაიჭირეთ სახის კანი და ამოძრავეთ აპარატი საპირისპირო მიმართულიბით ( ისე როგორც ნაჩვენებია ქვემოთ განთავსებულ სურათებზე) კანზე ოდნავი ზეწოლით . პროცედურის ხანგრძლივობა არის 3-5 წუთი ერთი ზონისთვის. ღრმა წმენდის რეჟიმი შეგიძლიათ გამოიყენეოთ 1 – 5 – ჯერ კვირაში . გიღჩევთ დასაწყისში გამოიყენოთ „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით“.
- გირჩევთ აპარატის გამოყენებისას დაიცვათ მიმართულებები ( როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სურათებზე ) , რაც ააქტიურებს ლიმფური სისტემის მუშაობას . ამოძრავეთ აპარატი ქვემოდან ზემოთ , გარედან შიგნით . მოძრაობისას თავაკი გეჭიროთ ვერტიკალურად .
- რიგ-რიგობით დაამუშავეთ კისრის და სახის ყველა მონაკვეთი იმ მიმართულებებით რომლებიც ნაჩვენებია სურათზე ქვემოთ
ცხვირის ნესტოებთან იხმარეთ აპარატის თავაკის კეთხეები.
კარგი შედეგის მისაღწევად გთხოვთ დაიცვათ შემდეგი მითითებები:
- ნიკაპის და ტუჩის კონტურების გასაწმენდად გამოიყენეთ თავაკის წინა ჩაღრმავებული ზედაპირი.
- წარბების ირგვლივ გამოიყენეთ რეჟიმი „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით“. ქუთუთოებზე არ გამოიყენოთ ეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“.
ლიფტინგის და სონოფორეზის პროგრამის გამოყენება :
- დაიტანეთ გასუფთავებულ კანზე შრატი ან კრემი პრობლემის მიხედვთ .
- ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ რეჟიმი ლიფტინგი ღილაკზე 3 – ჯერ დაჭერით. აპარატი გეჭიროთ ისე , რომ ღილაკიანი ზედაპირი იყურებოდეს გარეთ. თავაკი ამოძრავეთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებებით .დაამუშავეთ სასურველი ზონები. შემდეგ აირჩიეთ რეჟიმი სონოფორეზი ღილაკზე 5 -ჯერ დაჭრით. ამოატრიალეთ აპარატი ისე რომ ამოზნექილი ზედაპირი ეხებოდეს კანს ( ჩამრთველი ღილაკიანი ზედაპირით შიგნით ) და ამოძრავეთ ქვემოთ განთავსებულ სურათებზე ნაჩვენები მიმართულებებით, გასმითი ოდნავ ზეწოლითი მოძრაობებით. გააგრეძელეთ მოძრაობები შრატის ბოლომდე შეწოვამდე.
- ერთი ზონის დასამუშავებლად საკმარისია 3 -5 წუთი.
- ეს რეჟიმები შეგიძლიათ გამოიყენოთ 3-5 ჯერ კვირაში.
შენახვის წესები:
- ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ თავაკი სველი ხელსახოცით და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
- გაწმენდისას დარწმუნდით , რომ აპარატი გამორთულია დენის წყაროდან.
- უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პიროვნებამ.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია სამომავლოდ.
თუ აპარატი არ მუშაობს შეამოწმეთ შემდეგი:
- აპარატი სრულად არის დატენილი ( ანათებს ლურჯი ნათურა)
- დამტენის იუესბი კაბელი მწყობრშია.