fbpx

პროდუქტის დაბრუნება

პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

  1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  2. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ამის შესახებ.

ყურადღება !

გამოყენებული პროდუქცია დაბრუნებას  არ ექვემდებარება .

დაბრუნების წესები :

  1. დაბრუნებამდე Beperfect – ს უნდა აცნობოთ ნივთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს ნივთისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა Beperfect – ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მესენჯერში ან ელ. ფოსტის მისამართზე info@beperfect.ge
  2. თუ შეძენილ პროდუქტს ან თანმხლებ ნივთებსა თუ დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, Beperfect – ი იტოვებს უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და, შესაბამისად, შეაჩეროს ნივთის დაბრუნების პროცედურა მოკვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც, შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევის შედეგების საფუძველზე კი Be[erfectt – ი უფლებამოსილია ან გააგრძელოს, ან შეწყვიტოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისა პროცედურა.
  3. დაბრუნებისა დროს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომხმარებელი.
  4. პროდუქტის დაბრუნების დროს მას თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა).

საგარანტიო მომსახურება :

     საგარანტიო მომსახურება ვრცელდება მხოლოდ ქარხნული წუნის აღმოჩენის დროს. ამ შემთხვევაში , კომპანიის ექსპერტი შეაფასებს ნივთს და თუ აღმოაჩენს ქარხნულ წუნს, კომპანია შეცვლის ან შეაკეთებს პროდუქტს საკუთარი ხარჯებით .

      საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთი დაზიანებულია ვარდნის, დარტყმის ან სხვა ძლიერი ძალის ზემოქმედების შედეგად. საგარანტიო მომსახურება ასევე არ ვრცელდება თუ ნივთი დაზიანებულია წყლით.