fbpx
ფასდაკლება!

IPL ეპილაციის აპარატი

500.00 380.00

ახალი თაობის ფოტოეპილაციის აპარატი , IPL – intensed puls light – ტექნოლოგიით . მასში ფოტონური შუქის წყაროს წარმოადგენს ლამპა , რომელიც ასხივებს სხვადასხვა სიგრძის ტალღას 510 – 1100 ნმ. პროცედურის დროს გამოტყორცნილი ენერგია შთაინთქმება თმის პიგმენტით – მელანინით. ამის შემდეგ ფოტონური ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად , რის შდეგადაც ხდება თმის ბოლქვის გაცხელება და კვდომა. გარდა ამისა , IPL ტექნოლოგია კანს ხდის გლუვს და ელასტიურს.

უპირატესობები :

  • თმის მოცილება უმტკივნეულოდ, უსაფრთხოდ და ეფექტურად;
  • კანის ფოტოგაახალგაზრდავება – კანი ხდება უფრო გლუვი და ელასტიური;
  • გამოიყენება როგორც სახის ასევე ტანის ზონებისთვის ;
  • არ საჭიროებს კარტრიჯის ცვლილებას ;
  • აქვს 500 000 იმპულსი ;
  • ავტომატური და ხელით მართვის რეჟიმები;
  • 5 რეგულირებადი სიმძლავრე;
  • შესაძლებელია გამოიყენოს ოჯახის სხვადასხვა წევრმა ;
  • ერთი აპარატი საკმარისია მთელი სხეულიდან თმის მოსაშორებლად.
  • ხედავს ყველა ტიპის თმას გარდა ძალიან ქერა, წითური და ჭაღარა თმისა;
ტექნიკური მონაცემები:
მწარმოებელი ქვეყანა : ჩინეთი
ბრენდი: Beperfect
ტექნოლოგია: IPL
იმპულსების რაოდენობა : 500 000
გამოყენება : სახლის პირობებში
სერტიფიკატები: CE , ISO
ფუნქციები: არასასურველი თმის მოცილება , კანის ფოტოგაახალგაზრდავება.
სიმძლავრე : 36 W
შემავალი ძაბვა : 100-240W ( 50/60 Hz)
გამომავალი ძაბვა : 12 V = 3 A
ლაზერული ტალღის სიგრძე : 510 ნმ
მანათობელი ეკრანი – 3,0*1,0 = 3,0 სმ.კვ
იმპილსის სიმძლავრე – 2.0 – 4.8 ჯ / სმ.კვ
ფერი : თეთრი
კომპლექტაცია: ეპილაციის აპარატი – 1 ცალი; დამტენი – 1 ცალი ; სათვალე – 1 ცალი; საპარსი – 1 ცალი;

 

გარანტია : 1 წელი
კატეგორია:

ეპილაციის აპარატი ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!

შემადგენლობა:
  • ძირითადი მოწყობილობა 1 ცალი;
  • დამტენი 1 ცალი;
  • სათვალე 1 ცალი;
  • საპარსი 1 ცალი;

უკუჩვენებები ანუ როდის არ შეიძლება აპარატის გამოყენება :

  • კანის დაზიანება გამოყენების ადგილზე ; კანის ინფექციური,ალერგიული ან ანთებითი დაავადებები (დერმატიტი, ფოტოდერმატოზები , ეკზემა , ემფიზემა და სხვა ), მათ შორის მზის ალერგია; კანის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნები , ნევუსები , სხვა ონკოლოგიური დაავადებები ;
  • ზოგიერთი ინფექციური დაავადებები: წითელი მგლურა, წითელი მგლურა , ჰერპეს ვირუსი, შიდსი და სხვა;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება გამოყენების ადგილზე;
  • პერმანენტული მაკიაჟი ან ტატუაჟი გამოყენების ადგილზე;
  • ნამზეურის (ზაგარი) ან ავტოზაგარის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ;
  • ჰიალურონის ან ოქროს ძაფები კანში , ფილერები გამოყენების ადგილზე; სილიკონის ან სხვა ხელოვნური ინპლანტები;
  • შაქრიანი დიაბეტი ;
  • სიხლის შედედების პრობლემები ;
  • თუ იღებთ ჰორმონალურ საშუალებებს , ანტიკოაგულანტებს ( სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს), ზოგიერთ ანტიბიოტიკს ( მაგ. ტეტრაციკლინები, სულფონილამიდები და ა.შ) ან პრეპარატს , რომლის დროსაც არ შეიძლება ფოტოეპილაცია.
  • ორსულობა ; ლაქტაცია; მენსტრუაცია ;
  • ეპილეფსია , ფსიქიური აშლილობა;
  • კარდიოსტიმულატორი ;
  • ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც დარღვეულია ჰორმონალური ფონი.
  • ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ უნდა იყოს გასული 3 კვირა;
  • თუ იყენებთ ადგილობრივად კრემს ვიტამინი A – ს შემცველობით.
  • 14 წლამდე ასაკის პირებისთვის;

თუ გაქვთ რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა რაც ზემოთ არ არის აღნიშნული და ეჭვი გეპარებათ გამოიყენოთ თუ არა აპარატი , გთხოვთ გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.

უსაფრთხოების  წესები :

  • მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს  და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
  • მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში. ასევე არ გააჩეროთ დიდხანს პირდაპირი მზის სხივების ზეოქმედების ქვეშ.
  • მოარიდეთ ბავშვებს
  • თუ მოწყობილობა გამოვა მწყობრიდან აღარ გამოიყენოთ ის და არ ეცადოთ მის თქვენით შეკეთებას. ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით მომწოდებელს.
  • არ გამოიყენოთ მოწყობილობა მანათობელი ეკრანის შუშის დაზიანების შემთხვევაში.
  • არ გაწმინდოთ აპარატის ზედაპირი ქიმიური ხსნარებით ( სპირტი, აცეტონი, ბენზინი და ა.შ)

სად და რა ზონებზე არ შეიძლება გამოყენება:

  • წამწამები, წარბები და თვალის ირგვლივ ზონა;
  • ძუძუს თავები და ირგვლივ ზონა;
  • საშო;
  • ნესტოები და შიდა ყური;

IPL ეპილაციის აპარატის ღილაკები და რეჟიმები:

  1. ჩამრთველი და სიმძლავრის მოსამატებელი ღილაკი ღილაკი – განთავსებულია აპარატის თავზე იმპულსების მაჩვენებელ ეკრანთან.
  2.  იმპულსის გასაშვები ღილაკი – განთავსებულია სახელურის გარე ზედაპირზე;

ყურადღება !

ეპილაციის აპარატის გამოყენებამდე უნდა ჩაიტაროთ კანის ალერგიული სინჯი:

გამოყენებამდე ან ნამზეურის მიღების შემდეგ, აუცილებელია, კანის ალერგიული სინჯის ჩატარება სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ვიტარებთ პროცედურას. კანის ალერგიული სინჯი აუცილებელი ნაბიჯია! მისი მიზანია პროცედურისადმი კანის რეაქციის შემოწმება და შესაფერისი სხივის სიძლიერის განსაზღვრა.

  1. აირჩიეთ ზონა, რომელიც ახლოსაა სხეულის იმ ნაწილთან, სადაც იტარებთ პროცედურას.
  2. ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ პირველი რეჟიმი.
  3. დაიდეთ IPL ეპილაციის აპარატი კანზე და დააჭირეთ დაწყებას.
  4. კანის ალერგიული სიჯის დასრულების შემდეგ, გთხოვთ, მოიცადოთ 24 საათი იმის შესამოწმებლად ექნება, თუ არა კანს რაიმე რეაქცია. კანზე რაიმე რეაქციის შემთხვევაში აირჩიეთ ის სიმძლავრე, რომელიც არ გამოიწვევს კანის რეაქციას და გამოიყენეთ ის ეპილაციის შემდგომი კურსის დროს.
მომზადება :
  • მოიცილეთ თმა კანის ზედაპირიდან. გაპარსვამდე კარგად დაისველეთ თმა და გამოიყენეთ საპონი ან შხაპის გელი. „მშრალი პარსვა“ ზრდის კანის გაჭრის ალბათობას და მის გაღიზიანებას. თუ აპარატის რამოდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ თმა არ ამოდის – გაპარსვა აღარ არის საჭირო.
  • გაიმშრალეთ კანი. დარწმუნდით, რომ მასზე არ არის თმა, ის სრულიად მშრალია და არ არის ცხიმიანი. აპარატის გამოყენებამდე მკაცრად აკრძალულია გელის, მალამოს ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება!თუ ეს პირობა არ იქნება დაცული, ამან შეიძლება გამოიწვიოს მანათობელი ეკრანის დაზიანება, რაც არ დაექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას.

პროცედურის დაწყებამდე გაიკეთეთ მუქი სათვალე.

გამოყენების წესები :
  1. აპარატის მოხმარებამდე საგულადაგულოთ გაწმინდეთ მანათობელი ეკრანი , საიდანაც გამოდის სხივი მშრალი სუფთა ნაჭრით ან სამედიცინო სპირტით დასველებული ბამბის დისკით. თუ ეს პირობა არ იქნება დაცული, ამან შეიძლება გამოიწვიოს მანათობელი ეკრანის დაზიანება, რაც არ დაექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას.
  2. შეაერთეთ აპარატი დენის წყაროში, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს  სამი წამის განმავლობაში ( არ გამოიყენოთ ზედმეტი ძალა ღილაკზე დაჭერის დროს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღილაკის მწყობრიდან გამოსვლა !). ეკრანზე გამოჩნდება აპარატში ჩატვირთული იმპულსების რაოდენობა , ასევე სიმძლავრის მაჩვენებელი დანაყოფები.
  3. ჩათრვის ღილაკი ამავდროულად არის სიძლავრის მოსამატებელი ღილაკიც. სასურველი სიმძლავრის ასარჩევად დააჭირეთ სიმძლავრის ღილაკს რამდენჯერმე. ყველაზე დაბალი სიმძლავრე (ერთი დანაყოფი) –  ყველაზე დიდი სიმძლავრე ( ხუთი დანაყოფი )
  4. როდესაც აპარატი სათანადოდაა დარეგულირებული , მანათობელი ზედაპირი მჭიდროდ მიადეთ კანს იმ ადგილას , სადაც გსურთ თმის მოშორება,ამის შემდეგ დააჭირეთ იმპულსების გასაშვებ ღილაკს, რათა მოხდეს სხივის გატყორცნა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მანათობელი ეკრანი აღჭურვილია სენსორით, რომელიც აღიქვამს კანის ზედაპირს და რეაგირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მჭიდროდ არის მიდებული კანის ზედაპირს. სენსორის ამოქმედებას და სხივის გამოტყორცვნას სჭირდება გარკვეული დრო ( რამდენიმე წამი). სხივის კანზე ზემოქმედების დროს გამოიყოფა სითბური ენერგია, ამიტომ შესაძლებელია კანის გათბობის შეგრძნება . ეს ნორმალურია. მაგრამ თუ იგრძნობთ კანის წვის შეგრძნებას – დაუწიეთ სიმძლავრეს. ჩვეულებრივი რეჟიმი გამოიყენება კანის პატარა და რთულად მისადგომ ზონებზე.
  5. ეპილაციის აპარატის გააჩნია სხივის გატყორცნის ავტომატური ფუნქცია . ამ ფუნქციის ჩასართავად პატარა მრგვალ ღილაკს უნდა დააჭიროთ 3 წამის განმავლობაში . ამის შემდგომ აპარატის კანზე მიტანით სხივი ავტომატურად გაიტყორცნება . გაითვალისწინეთ , რომ სენსორის ამოქმედებას და სხივის გამოტყორცვნას სჭირდება გარკვეული დრო (რამდენიმე წამი), ამიტომ აპარატი უნდა გადააადგილოთ კანის ერთი მონაკვეთიდან მეორეზე ნელა. სხივის გატყორცნის ავტომატური ფუნქციის გასათიშად დააჭირეთ პატარა ღილაკს ერთხელ. ავტომატური რეჟიმი გამოიყენეთ დიდ , ადვილად მისადგომ ზონებზე.
  6. აპარატის გამოსართავად დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს  3 წამის განმავლობაში აპარატის გამორთვის შემდგომ გამოაერთეთ აპარატი დენის წყაროდან.
  7. გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გაწმინდეთ მანათობელი ეკრანი.
  8. თუ ხმარების დროს აპარატი ძლიერ გახურდა , გამორთეთ ის და დაასვენეთ სრულ გაგრილებამდე;
ეპილაციის აპარატის გამოყენება სახის მიდამოში:
  • არ გამოიყენოთ წარბების , წამწამების და თავზე თმის მოსაცილებლად. მამაკაცებისთვის არ არის რეკომენდებული აპარატის წვერის მოსაცილებლად გამოყენება.
  • აირჩიეთ ჩვეულებრივი (არაავტომატური) რეჟიმი და არ გამოიყენოთ 10 წუთზე მეტ ხანს ერთ ზონაზე.
პროცედურების ხანგრძლივობა და ჩატარების გრაფიკი:

აპარატის გამოყენება სასურველია დაიწყოთ დაბალი პირველი ან მეორე სიმძლავრით  ( ერთი ან ორი დანაყოფი ეკრანზე). მას შემდეგ , რაც კანი შეეჩვევა სხივს შეგვიძლით სიმძლავრის მაჩველებელი გაზარდოთ 3-5 – მდე ( 3 – 5 დანაყოფი ეკრანზე).

ხელები – 8-10 წთ;

ფეხები – 15 წთ;

ბიკინი – 2 წთ;

იღლია – 1 წთ

აპარატის გამოყენების შემდგომ კანი შესაძლოა იყოს ოდნავ შეწითლებული და გქონდეთ ქავილის შეგრძნება . ეს ნორმალურია. მსგავსი დისკომფორტი , როგორც წესი , მალე გაივლის . თუ გაქვთ ქავილი ან სიწითლე , დაელოდეთ , რომ ის გაქრეს და  შემდგომ კანზე  სურვილისამებრ დაიტანეთ დამამშვიდებელი კრემი, ემულსია ან ჟელე ( მაგალითად პანთენოლით).

გამოყენების შემდეგ ეკრანი გაწმინდეთ წყლით დასველებული და კარგად გაწურული ბამბის დისკით.
პროცედურების გაკეთების ინტერვალები დამოკიდებულია თმის სიხშირეზე ამა თუ იმ უბანზე . სხვადასხვა უბანზე შედეგი შესაძლოა განსხვავებული იყოს. კარგი შედეგის მისაღწევად პროცედურები უნდა ჩაიტაროთ შემდეგი გარაფიკით:

1-2 კვირა კვირაში 2 ჯერ
3-4 კვირა კვირაში ერთხელ  თმის ცვენის დაწყება და ახალი

თმის ზრდის შეწყვეტა

5-8 კვირა 2 კვირაში ერთხელ თმის დასუსტება და აღარანაირი

რეაქცია კანზე

მე-9 კვირა და შემდგომ თვეში ერთხელ  აპარატის

გამოყენება საჭიროებისამებრ

ამის შემდგომ , თვეში ერთხელ სასურველი შედეგის მიღებამდე;

გაითვალისწინეთ , რომ შედეგი დამოკიდებულია აპარატის სწორ გამოყენებაზე და ზემოთ მოცემული გრაფიკის დაცვაზე!!!

გვეწვიეთ Facebook-ზე

დაათვალიერეთ სხვა პროდუქტები

IPL ეპილაციის აპარატი