fbpx
ფასდაკლება!

თმის სამკურნალო აპარატი

405.00 319.00

თმის სამკურნალო კომბინირებული აპარატი არის ინოვაცური მოწყობილობა,რომელშიც გაერთიანებულია უახლესი ტექნოლოგიები, ისეთი როგორიცაა რადიოსიხშირული ტალღები ( RF – radio frequency ), ელექტროსტიმულაცია ( EMS ), შუქდიოდური ( LED ) ნათება, ვიბრო-მასაჟი.

აპარატში გამოყენებული ლაზერული ტექნოლოგია დაბალი სიმძლავრის იმპულსებით : 1. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს სკალპში. ხელს უწყობს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას თმის ბოლქვში და აჩერებს თმის ცვენას. 2. ააქტიურებს თმის მიძინებულ ფოლიკულების 83 %, რაც ამცირებს თმის ცვენას. 3. ამცირებს თმის ცხიმიანობას . ჭარბი ცხიმის გამოყოფა არის თმის ცვენის  ერთ-ერთი მიზეზი. ჭარბცხიმიანობის დროს ხდება საცხიმე ჯირკვლების შეშუპება. ლაზერი ამცირებს საცხიმე ჯირკვლების შეშუპებას და შესაბამისად ამცირებს ჭარბცხიმიანობას. 4. ააქტიურებს ადგილობრივ იმუნიტეტს , ხელს უწყობს იმუნოგლობულინის გამომუშავებას. ამის ხარჯზე ჩქარდება უჯრედების აღდგენა , რის შედეგადაც აქტიურდება თმის ზრდის პროცესი. 5. აუმჯობესებს თმის ხარისხს. თმა ხდება ელასტიური, ჯანსაღი და ბზინვარე.

აპარატის სავარცხელში გამოყენებული RF ტექნოლოგია,შუქდიოდური  (LED ) ნათება, ელექტრო და ვიბრო მასაჟი: ააქტიურებს მიძინებულ ფოლიკულებს; აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება ( ანადგურებს ბაქტერიებს , სოკოს სპორებს) , ასუფთავებს კანს. ვიბრო მასაჟის წყალობით ხდება თმის ფოლიკულების გააქტიურება და თმის კანის გაჯანსაღება.

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
ბრენდი: Beperfect
სერტიფიკატები: ISO13485 / ISO9001 / CE / RoHS
გამოყენება: ინდივიდუალური მოხმარებისთვის. 
გარანტია 1 წელი
კატეგორია:
თმის სამკურნალო აპარატი – კომბაინი

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

შემადგენლობა: ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი; სადგამი – 1 ცალი; დამტენი – 1 ცალი;

ყურადღება!

ამ მოწყობილობას გააჩნია უსაფრთხო ლითიუმის ელემენტი.  არ ეცადოთ  ამოიღოთ ან შეცვალოთ ის თქვენით , ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სხეულის სერიოზული დაზიანება, ხანძარი და ა.შ შეწყვიტეთ აპარატის გამოყენება თუ ის გამოსცემს უცნაურ ხმებს და მიმართეთ მომწოდებელს.

არ გამოიყენოთ აპარატი თუ გაქვთ შემდეგი მდგომარეობა ან დაავადება:ჩასმული ელექტრო სამედიცინო ინსტრუმენტი ( მაგ. ელექტროკარდიოსტიმულატორი);გულის დაავადებები ,  გულ-ფილტვების ხელოვნური აპარატები. და ა.შ. ელექტროკარდიოგრაფი. და ა.შ.  თუ სხეულში გაქვთ ლითონის ინპლანტები .სიმსივნე , განსაკუთრებით კანის სიმსივნური წარმონაქმნები;დაბალი წნევა , მაღალი სიცხე,ინფექციური დაავადებები;კანის ინფექციური ან ალერგიული დაავადებები;ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;ჰორმონალური თერაპიის დროს;ელემენტის ინდიკატორი დატენვის დროს ანათებს წითლად  და სრულად დატენვის შემდეგ – მწვანდება.

გამოყენების წესები:

  1. ჩამრთველ ( ზედა ) ღილაკზე ერთხელ ხანმოკლედ დაჭერით ჩართეთ მოწყობილობა; ამავე ღილაკზე რამდენჯერმე დაჭერით შეგიძლიათ მოუმატოთ სიმძლავრეს.
  2. მეორე ( ქვედა) ღილაკზე დაჭერით ჩაირთვება მასაჟის ფუნქცია. ამავე ღილაკზე 2-ჯერ დაჭერით ჩაირთვება ლაზერის ფუნქცია დაბალ სიმძლავრეზე. ლაზერის სიმძლავრის მოსამატებლად ამავე ღილაკს დააჭირეთ 3 – ჯერ ან 4-ჯერ.
  3. შესაბამისი ფუნქციის არჩევის შემდეგ მიიდეთ აპარატის სავარცხლის კბილანები თავის კანზე და ამოძრავეთ ნელა შუბლიდან თხემის მიმართულებით . დაამუშავეთ პრობლემური მონაკვეთი აპარატის გათიშვამდე.
  4. აპარატს აქვს ტაიმერი. თითოეული რეჟიმისთვის განკუთვნილი დღოის ამოწურვის შემდეგ აპარატი თავისით გაითიშება.
ტექნიკური მახასიათებლები:
ძაბვა: AC100-240V, 50/60HZ ;
სიმძლავრე: 3W
ფოტონური ტალღის სიგრძე: 630-650nm
ზომები: 18.5*4.5*5.5cm
შემადგენლობა: