fbpx

სახის აპარატი ულტრაბგერით

320.00

სახის სქრაბერი – სახის გამწმენდი პორტატული ულტრაბგერის აპარატი 3 ერთში . რომლის მეშვეობით შესაძლებელია :
1. ღრმა წმენდა . დახშული და დაბინძურებული ფორების ამოსუფთავება , კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილება უმტკივნეულოდ .
2. კანის გაახალგაზრდავება და გამკვრივება .კანის უჯრედებში მეტაბოლიზმის დაჩქარება , კანის ელასტიურობის, სიმკვრივის და სიგლუვის აღდგენა.
3. ანთებითი პროცესის ჩაქრობა , ბაქტერიების განადგურება , რაც ეფექტურია აკნეს ( გამონაყარის) სამკურნალოდ .

ტექნიკური მონაცემები:
ბრენდი: Beperfect
სერტიფიკატები: ISO13485 / ISO9001 / CE / RoHS
თერაპიული ეფექტი: კანის ღრმა წმენდა , დატენიანება, ლიფტინგი, მასაჟი.
ფუნქციები : ულტრაბგერა,გალვანიკა , ულტრაიისფერი ნათება.
ულტრაბგერის სიხშირე: 24 კჰც
გამოყენება: ინდივიდუალური მოხმარებისთვის.
ზომები:  21×9.1×7.7სმ
სიმძლავრე: AC-100-240v, 5V, 1A.
გარანტია: 1 წელი

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 595 246 246

კატეგორია:

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

შემადგენლობა :

  1. ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი;
  2. სადგამი- 1 ცალი ;
  3. იუესბი კაბელი – 1 ცალი;
  4. სამგზავრო ჩანთა ;
  5. ინსტრუქცია ინგლისურ და ქართულ ენებზე;

უკუჩვენებები ანუ აპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ  :

  1. მეტალის პროტეზი ( მაგალითად თვალის , ყურის, ძვლის , სახსრის) :
  2. ვენების ან არტერიების პათოლოგია გამოყენების ადგილზე ,
  3. ტრომბოფლებიტი ან სისხლის შედედების პრობლემები ( მომატებული პროტრომბინი და ა.შ) ;
  • არ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით გარდა მოხმარების წესებში მითითებულისა ;
  • ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთა კონსულტაციის შემდეგ ;

უსაფრთხოების  წესები :

  • მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს  და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
  • მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში.
  • სრულად დატენვის შემდეგ გამოაერთეთ ქსელიდან;
  • აპარატის სადგამი არ არის წყალგამძლე, მოარიდეთ დასველებას;
  • მოარიდეთ ბავშვებს ;

გამოყენების წესები :

  1. აპარატი არ  ჩაირთვება თუ არ არის  ბლომდე დატენილი,( უნდა ანათებდეს ლრჯი ნათურა);
  2. ჩართვა : დააჭირეთ ღილაკს , რომელიც განთავსებულია აპარატის ზედაპიზე, ერთხელ. გამოჩნდება 3 წარწერა. ზედა – ultra , შუა – clean , ქვედა  – nutrition.
  3. ღილაკზე 2 დაჭერით ( ათვლა ყოველთვის იწყება გამორთული მდგომარეობიდან ) ირთვება რეჟიმი „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით“ და ანათებს ნათურა  წარწერით “ultra”. ღილაკზე ორჯერ ზედიზედ დაჭერისას ირთვება რეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“ და ანათებს ნათურა – ultra . ორივე რეჟიმის გამოყენებისას იგრძნობა ასევე ვიბრაცია.
  4. ღილაკზე 3 – ჯერ დაჭერით ირთვება ლიფტინგის რეჟიმი . იგრძნობა წყვეტილი იმპულსაცია და ვიბრომასაჟი , ანათებს ნათურა წარწერით –
  5. ღილაკზე 4 – ჯერ დაჭერით ირთვება რეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“. იგრძნობა უწყვეტი ვიბრაცია და ანთებულია ნათურა წარწერით – clean .
  6. ღილაკზე 5 – ჯერ დაჭერით ირთვება რეჟიმი „ სონოფორეზი „ .იგრძნობა უწყვეტი ვიბრაცია და ანათებს ნათურა წარწერით „ nutrition”.
  7. აპარატის გამორთვა ხდება ღილაკზე დიდხანს დაჭერით.
  8. აპარატი უწყვეტად მუშაობს 10 წუთის მანძილზე , შემდეგ ითიშება ავტომატურად.

როგორ იტენება:

  1. თუ აპარატი დაჯდა აინთება წითელი ნათურა და მოწყობილობა გაითიშება;
  2. შეაერთეთ მოწყობილობა ქსელში და დატენეთ სანამ არ აინთება ლურჯი შუქი. გამოაერთეთ ქსელიდან.

ღრმა წმენდის პროგრამის გამოყენება :

  1. გაისუფთავეთ კანი ( დაიბანეთ ან გამოიყენეთ გამწმენდი გელი, შრატი და სხვა) და დატოვეთ სველი. არ გამოიყენოთ აპარატი მშრალ კამზე!
  2. ჩართეთ მოწყობილობა . აირჩიეთ პირველი რეჟიმი „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით“ ან მესამე რეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“. დაიჭირეთ მოწყობილობა ისე რომ სამართავი პანელის ეკრანი იყურებოდას გარეთ . მეორე ხელით დაიჭირეთ სახის კანი და ამოძრავეთ აპარატი საპირისპირო მიმართულიბით ( როგორც ეს ნაჩვენებია ინგლისურ ინსტრუქციაში მოცემულ სურათებზე ) კანზე ოდნავი ზეწოლით . პროცედურის ხანგრძლივობა არის 3-5 წუთი ერთი ზონისთვის.  ღრმა წმენდის რეჟიმი შეგიძლიათ გამოიყენეოთ  1 – 5 – ჯერ კვირაში . გიღჩევთ დასაწყისში გამოიყენოთ „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით]
  3. გირჩევთ აპარატის გამოყენებისას დაიცვათ მიმართულებები ( როგორც ეს ნაჩვენებია ინგლისურ ინსტრუქციაში მოცემულ სურათებზე ) , რაც ააქტიურებს ლიმფური სისტემის  მუშაობას . ამოძრავეთ აპარატი  ქვემოდან ზემოთ , გარედან შიგნით . მოძრაობისას  თავაკი გეჭიროთ ვერტიკალურად .
  4. რიგ-რიგობით დაამუშავეთ კისრის და სახის ყველა მონაკვეთი იმ მიმართულებებით რომლებიც ნაჩვენებია ინგლისურ ინსტრუქციაში მოცემულ სურათებზე
  5. ცხვირის ნესტოებთან იხმარეთ აპარატის თავაკის კეთხეები.
  • ნიკაპის და ტუჩის კონტურების გასაწმენდად გამოიყენეთ თავაკის წინა ჩაღრმავებული ზედაპირი.
  • წარბების ირგვლივ გამოიყენეთ რეჟიმი „ ღრმა წმენდა უწყვეტი ტალღით“. ქუთუთოებზე არ გამოიყენოთ ეჟიმი „ ღრმა წმენდა მაღალი სიხშირის ტალღით“.

ლიფტინგის და სონოფორეზის პროგრამის გამოყენება :

  1. დაიტანეთ გასუფთავებულ კანზე შრატი ან კრემი პრობლემის მიხედვთ .
  2. ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ რეჟიმი ლიფტინგი ღილაკზე 3 – ჯერ  დაჭერით. აპარატი გეჭიროთ ისე , რომ ღილაკიანი ზედაპირი იყურებოდეს გარეთ. თავაკი ამოძრავეთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებებით .დაამუშავეთ სასურველი ზონები. შემდეგ აირჩიეთ რეჟიმი სონოფორეზი  ღილაკზე  5 -ჯერ დაჭრით. ამოატრიალეთ აპარატი ისე რომ ამოზნექილი ზედაპირი ეხებოდეს კანს ( ჩამრთველი ღილაკიანი ზედაპირით შიგნით ) და ამოძრავეთ ქვემოთ განთავსებულ სურათებზე ნაჩვენები მიმართულებებით, გასმითი ოდნავ ზეწოლითი მოძრაობებით. გააგრეძელეთ მოძრაობები შრატის ბოლომდე შეწოვამდე.
  3. ერთი ზონის დასამუშავებლად საკმარისია 3 -5 წუთი.
  4. ეს რეჟიმები შეგიძლიათ გამოიყენოთ 3-5 ჯერ კვირაში.

შენახვის წესები:

  • ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ თავაკი სველი ხელსახოცით და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
  • გაწმენდისას დარწმუნდით , რომ აპარატი გამორთულია დენის წყაროდან.
  • უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პიროვნებამ.
  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია სამომავლოდ.

თუ აპარატი არ მუშაობს შეამოწმეთ შემდეგი:

  • აპარატი სრულად არის დატენილი ( ანათებს ლურჯი ნათურა)
  • დამტენის იუესბი კაბელი მწყობრშია.

ვიდეო