fbpx

სახის აპარატი მეზოფორეზით

350.00

აპარატში გამოყენებულია რამოდენიმე თანამედროვე ფიზიოთერაპიული ტექნოლოგია , რაც იძლევა შემდეგ თერაპიულ ეფექტებს:

  1. RF – რადიო სიხშირული ტალღა და EMS – კუნთების ელექტრო სტიმულაცია .ეს უსაფრთხო ტალღები აღწევს ღრმად კანში და აღადგენს კოლაგენის ბოჭკოებს, ამკვრივებს კანს , ხდის კანს უფრო ელასტიურს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს ,აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას.
  2. მეზოფორეზი – არის ორი ტექნოლოგიის შერწყმა – მეზოთერაპიის და ელექტროფორეზის. სახის მოვლის საშუალებები (კრემი, ლოსიონი,შრატი თუ სხვა) გამოყენებისას არ შეიწოვება საკმარისი რაოდენობით და ზემოქმედებას ახდენს მხოლოდ კანის ზედაპირულ ფენებზე. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია სახის მოვლის საშუალებების კანის ღრმა ფენებში შეყვანა და მათი ეფექტის გაძლიერება. ამ დროს ხდება კანის დაზიანებულ უჯრედების გარსში გამტარი არხების დროებით გახსნა და მასში აქტიური ნივთიერებების გადატანა.ეს ტექნოლოგია ცვლის მეზოთერაპის.
  3. LED ტენოლოგია – შუქდიოდური ნათება – აღწევს კანის ღრმა ფენებში, ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, ამკვრივებს კანს, აშორებს ლაქებს, გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი. ასწორებს წვრილ ნაოჭებს,აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას.
ტექნიკური მონაცემები:
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
ბრენდი: Beperfect
სერტიფიკატები: ISO13485 / ISO9001 / CE / RoHS
თერაპიული ეფექტი: ლიფტინგი , მასაჟი , ცისფერი,წითელი,მწვანე შუქდიოდური ნათება;
ფუნქციები: რადიოსიხშირული ტალღა ( RF ) , მიოსტიმულაცია (EMS), გალვანიკა, მეზოფორეზი, შუქდიოდური ნათება.
გამოყენება: ინდივიდუალური მოხმარებისთვის. 
ზომები: 18,5 x 5 x 4.9 სმ            
სიმძლავრე: AC 5V, 10 W
გარანტია: 1 წელი

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 591904011

კატეგორია:

 

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გამოყენების წესებს და უკუჩვენებებს!

შემადგენლობა:

  • ძირითადი მოწყობილობა;
  • სადგამი;
  • დამტენი;

უკუჩვენებები ანუ აპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ  : გულის დაავადებები,მაღალი სიცხე, ინფექციური დაავადებები,სიმსივნე,ღია ჭრილობა გამოყენების ადგილზე,მაღალი ან ძალიან დაბალი წნევის დროს, კარდიოსტიმულატორი,ხელოვნური გული ან ფილტვი, კანის დაავადება გამოყენების ადგილზე, დამწვრობა ( მათ შორის მზისგან მიღებული). მეტალის ინპლანტები.

უსაფრთხოების წესები :
  • მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს  და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
  • მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში.
  • სრულად დატენვის შემდეგ გამოაერთეთ ქსელიდან;
  • აპარატის სადგამი არ არის წყალგამძლე, მოარიდეთ დასველებას;
  • მოარიდეთ ბავშვებს ;
 გამოყენების წესები:
  1. დატენეთ აპარატი 3 საათის მანძილზე პირველი გამოყებნების წინ. დაუკავშირეთ იუესბი კაბელი სადგამს და ჩადეთ მოწყობილობა სადგამში.(გამოსახულება იხილეთ ინგლისურ ინსტრუქციაში).
  2. გასუფთავებულ სახის კანზე დაიტანეთ შრატი , ემულსია ან თხელი კონსისტენციის მქონე სახის საცხი. ( მშრალ კანზე აპარატი არ იხმარება).
  3. დააჭირეთ თითი ერთხელ ჩამრთველ ღილაკს ( ზედა ღილაკი წარწერით On/Off) . აინთება ეკრანი და ჩაირთვება პირველი სიმძლავრე. ამ რეჟიმში მუშაობს EMS მასაჟი და RF ლიფტინგი.
  4. ჩამრთველ ღილაკზე რამდენჯერმე დაჭერით შეგიძლიათ აუწიოთ ან დაუწიოთ სიმძლავრეს. შეარჩიეთ თქვენი კანისთვის კომფორტული სიმძლავრე. გაითვალისწინეთ , რომ ამ რეჟიმში მუშაობისას აპარატს არ აქვს ვიბრაცია. ასევე ვერაფერს იგრძნობთ თუ კანი იქნება მშრალი. მაღალ სიმძლავრეზე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გქონდეთ კანში დენის გავლის მაგვარი შეგრძნებები, ეს ნორმალურია და არ არის საზიანო. თუ ეს შეგრძნება იწვევს დისკომფორტს – ჩაუწიეთ სიმძლავრეს. ასევე აპარატი გამოყოფს სითბურ ენერგიას.
  5. მჭიდროდ მიადეთ აპარატის მეტალის თავაკები კანს და ნელი მოძრაობებით გააცურეთ აპარატი კანზე ქვემოდამ ზემოთ და შიგნიდან გარეთ,

შუქდიოდური( LED) ნათების გამოყენება და თერაპიული ეფექტი :

 რეჟიმი 1 ( დააჭირეთ ქვედა ღილაკს PHOTON ერთხელ) – ამ რეჟიმში მუშაობს RF ლიფტინგი , EMS მასაჟი და ვიბრო – მასაჟი.

რეჟიმი 2  ( დააჭირეთ ღილაკს PHOTON ორჯერ) – წითელი ნათება , ამ რეჟიმში მუშაობს RF ლიფტინგი , EMS მასაჟი . აღადგენს კოლაგენის სტრუქტურას. გამოიყენება ნაოჭების გასასწორებლად და კანის ელასტიურობის აღსადგენად.

რეჟიმი 3. (დააჭირეთ ღილაკს PHOTON სამჯერ ) – ამ რეჟიმში მუშაობს RF ლიფტინგი , EMS მასაჟი და მწვანე ნათება. გამოიყენება ლაქების მოსაშორებლა ან გაუფერულებული ლაქებისთვის.

რეჟიმი 4. (დააჭირეთ ღილაკს PHOTON ოთხჯერ ) – ამ რეჟიმში მუშაობს RF ლიფტინგი , EMS მასაჟი და ლურჯი ნათება. გამოიყენება ჩირქოვანი გამონაყარის და ცხიმიანი კანის სამკურნალოდ.

რეჟიმი 5 .  (დააჭირეთ ღილაკს  PHOTON ხუთჯერ ) – ამ რეჟიმში მუშაობს RF ლიფტინგი , EMS მასაჟი ,წითელი , ლურგი და მწვანე ნათებები.

ნათების რეჟიმის გამოსართავად დააჭირეთ ღილაკს PHOTON.

აპარატს აქვს ტაიმერი და 10 წუთის შემდეგ ის გაითიშება ავტომატურად.

სასურველია გამოიყენოთ აპარატი კვირაში 3-ჯერ 10 წუთის მანძილზე. აპარატის გამოყენების წინ დაიტანეთ თხელი კონსისტენციის მქონე შრატი . აპარატის გამოყენებისას კანი არ უნდა იყოს მშრალი!

გვეწვიეთ Facebook-ზე

დაათვალიერეთ სხვა პროდუქტები