ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა საექსპლუატაციო წესების დარღვევის, არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!! შემადგენლობა :
- აპარატი – 1 ცალი;
- იუესბი კაბელი – 1 ცალი;
ყურადღება !
- აპარატის გამოყენებისას შესაძლოა იგრძნოთ გათბობის შეგრძნება
- არ დაასველოთ !
- არ შეაკეთოთ თვითნებურად;
აპარატის გამოყენება არ შეიძლება :
- ორსულობის დროს ;
- ღია ჭრილობაზე ;
- თუ გაქვთ სიმსივნური წარმონაქმნები აპარატის მოხმარების ადგილზე ;
- მწვავე დაავადებების დროს;
- როცა აპარატი იტენება;
- აპარატის დაზიანების შემთხვევაში;
პირველ შედეგს აპარატის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში ან 2-3 კვირაში მიიღებთ. შესამჩნევი ეფექტი მიიღწევა აპარატის გამოყენებიდან რამოდენიმე თვეში ( დამოკიდებულია კანის პრობლემასა და მდგომარეობაზე) . გამოყენებამდე დატენეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ღილაკები და რეჟიმები : ჩამრთველი და რეჟიმების გადასართავი ღილაკი – განთავსებულია აპარატის შიდა ზედაპირზე. მოხმარების წესები: ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
- აპარატის ჩასართველად დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს რამოდენიმე წამი. აინთება წითელი ნათება. რეჟიმის გადასართავად კიდევ ერთხელ დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს და აირჩიეთ სასურველი რეჟიმი.
- დაიტანეთ სასურველი მალამო , შრატი ან კანის მოვლის სხვა საშუალება დასამუშავებელ ზედაპირზე.
- მიიდეთ აპარატის ოვალური ზედაპირი მჭიდროდ დასამუშავებელ უბანზე. ამ დროს თითები უნდა იყოს განთავსებული აპარატის ტარის გვერდითა ზედაპირზე განთავსებულ ვერცხლისფერ ჩადგმებზე – სენსორებზე ( წინააღმდეგ შემთხვევაში ვიბრაცია არ იმუშავებს). გააცურეთ აპარატი ქვემოდან ზემოთ , შიგნიდან გარეთ მოძრაობებით კანის ზედაპირზე( მიმართულებები შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურ ინსტრუქციაში)
შენახვის წესები :
- ყოველი გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გაასაუფთავეთ აპარატის თავი ანტიბაქტერიული ერთჯერადი სველი ხელსახოცით და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
- გასუფთავებამდე დარწმუნდით , რომ მოწყობილობა არ არის ჩართული ან შეერთებული დენის წყაროსთან ;
- შეინახეთ მშრალ ადგილზე. მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.
- აპარატი განკუთვნილია პერსონალური მოხმარებისთვის. არ არის რეკომენდებული გამოიყენოს რამოდენიმე პიროვნებამ .
ხშირად დაშვებული შეცდომები : აპარატი არ მუშაობს თუ შეერთებული დენის წყაროსთან თუ აპარატი არ მუშაობს პირველ რიგში შეამოწმეთ :
- არის თუ არა სრულად დატენილი ელემენტი.
- დარწმუნდით რომ დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს და დისპლეი ჩაირთო;
- თუ აჭერთ ღილაკს და მოწყობილობა არ ირთვება, დატენეთ აპარატი და თავიდან ჩართეთ ისევ.
- თუ აპარატი უმოქმედოდ არის 2 წუთის მანძილზე ის თავისით ითიშება;