fbpx

შორტი მასაჟორი

195.00

შორტი-მასაჟორი გამოიყენება ძირითადად დუნდულა და ბარძაყის კუნთების გასამკვრივებად და ტონუსში მოსაყვანად. ასევე დამხმარე საშუალებაა ზედმეტი ცხიმის დსაშლელად. მასში გამოყენებულია კუნთების ელექტროსტიმულაციის ტექნოლოგია, რომელიც უკვე 50 წლის მანილზე წარმატებით გამოიყენება სამედიცინო ფიზიოთერაპიულ პროცედურებში.

✅ კანის გამკვრივება;
✅ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
✅ კუნთების მასაჟი და გამკვრივება;
✅ მკვდარი უჯრედების მოცილება;
✅ სტრიების მოცილება;
✅ ცხიმის დაშლა;
ტექნიკური მონაცემები:
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
ბრენდი: Pro Shorts
სერტიფიკატები: ISO13485 / ISO9001 / CE / RoHS
თერაპიული ეფექტი: ცელულიტის დაშლა , კუთების მასაჟი , კანის გამკვრივება , სტრიების მოცილება.
ფუნქციები: კუნთების ელექტრომასაჟი ;
გამოყენება: ინდივიდუალური მოხმარებისთვის. 
გარანტია: 1 წელი

 

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 591904011

ფასდაკლება!

გაზიარება:

Share on facebook
Share on whatsapp
Share on google
Share on twitter
Share on email

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ  ინსტრუქციასგაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა საექსპლუატაციო წესების დარღვევის, არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!

შემადგენლობა :

  1. ძირითადი მოწყობილობა შორტი- 1 ცალი;
  2. სამართავი პულტი – 1 ცალ;
  3. იუესბი კაბელი – 1 ცალი;

უკუჩვენებები ანუ აპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ  :

  1. მეტალის პროტეზი ;
  2. ელექტროკარდიოსტიმულატორი;
  3. ვენების ან არტერიების პათოლოგია გამოყენების ადგილზე ,
  4. ტრომბოფლებიტი ან სისხლის შედედების პრობლემები ( მომატებული პროტრომბინი და ა.შ) ;
  5. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  6. ორსულობა;
  7. სიმსივნური პროცესები,ეპილეფსია, ფსიქიური დაავადებები;
  8. ოპერაციული ჩარევიდან არ არის გასული 3 თვე;
  9. ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ;
  10. გაქვთ ანთებითი პროცესები კუნთებში ან სახსრებში;
  11. გამონაყარი ან ჭრილობა გამოყენების ადგილებში;
  12. დაქვეითებული მგრძნობელობა გამოყენების ადგილზე;
  13. ბავშვებში;
  • არ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით გარდა მოხმარების წესებში მითითებულისა ;

უსაფრთხოების  წესები :

  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს  და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
  • მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ ადგილზე. სრულად დატენვის შემდეგ გამოაერთეთ ქსელიდან;
  • მოარიდეთ ბავშვებს ;

 

გამოყენების წესები :

  1. გამოყენების წინ მსუბუქად დაასველეთ შორტის შიდა მხრიდან განთავსებული ელექტროდები.
  2. დაამაგრეთ სამართავი პულტი – შორტის საქამრე ზონაზე განთავსებულ მაგნიტებზე. ზედა შუა ღილაკზე დააჭირეთ რამოდენიმე წამი პულტის ჩასართავად (1). ამვე ღილაკზე ერთხელ დაჭერით შეგიძლიათ დააპაუზოთ მოწყობილობა ( იხილეთ ფოტოები თანდართულ ინგლისურ ინსტრუქციაში). აინთება თეთრი და ყვითელი ნათურები.
  3. მოწყობილობას გააჩნია 3 სიმძლავრე : დაბალი, საშუალო და მაღალი. ღილაკით (+ ) შეგიძლიათ მოუმატოთ , ხოლო ღილაკით (-) – მოუკლოთ სიმძლავრეს. სასურველია დაიწყოთ დაბალი სიმძლავრით. სიმძლავრე უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ არ განიცდიდეთ დისკოფორტს.

შორტს გააჩნია 3 რეჟიმი : ა) მსუბუქი დატვირთვა – ყვითელი ნათურა. მუშაობის დრო 10 წთ; ბ) საშუალო დატვირთვა – ლურჯი ნათურა . მუშაობის დრო -20 წთ; გ) ძლიერი დატვირთვა – წითელი ნათურა . მუშაობის დრო – 30 წთ;

რეჟიმების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკი „ m“ – ქვედა  შუა ღილაკი;

 

სასურველი შედეგის მისაღწევად შორტის გამოყენება რეკომენდებულია დღეში ერთხელ და კვირაში არა ნაკლებ 5 დღისა. თანდათან შეგიძლიათ მოუმატოთ სიმძლავრეს.

მოწყობილობა უმჯობესია გამოიყენით დაწოლილ ან დამდგარ მდგომარეობაში.

თუ შორტის გამოყენებისას გრძნობთ უსიამოვნო მოწიწკვნის შეგრძნებას – კარგად დაასველეთ შორტის შიდა მხრიდან განთავსებული ელექტროდები.

სჰორტის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია კანის მსუბუქი შეწთლება ან კუნთების ტკივილი.

როგორ იტენება:

  1. თუ აპარატი დაჯდა აინთება წითელი ნათურა და მოწყობილობა გაითიშება;
  2. მოხსენით სამართავი პულტი შორტიდან და შეაერთეთ ქსელში იუესბი კაბელის მეშვეობთ. მოწყობილობა სრულად იტენება დაახლოებით 20 წუთში.

როგორ იწმინდება :

ყურადღება!! – დარწმუნდით, რომ გარეცხვამდე მოხსენით სამართავი პულტი!

შორტის გასარეცხად გამოიყენეთ ნელთბილი წყალი ცოტაოდენი სარეცხი სითხით. მსუბუქი მოძრაობებით გარეცხეთ მოწყობილობა. არ გაწუროთ ! გაფინეთ გასაშრობად გარე ზედაპიროთ ( არ ამოატრიალოთ ) . გააშვრეთმზიან ადგილზე. არ მიაფინოთ რადიატორზე ან გამათბიბელზე.

  • არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში
  • არ გამოიყენოთ მათეთრებელი და ქიმიური ნივთიერებები შორტის გასარეცხად.
  • არ გამოიყენოთ ქიმწმენდის სერვისი
  • არ დააუთოოთ.

როდის არ გამოიყენება :

  • მანქანის, ველოსიპედის ან მოტოს ტარებისას;

განკთვნილია მზოლოდ ინდივიდუალური მოხმარებისთვის.

ვიდეო