ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!
გთხოვთ ასევე იხილოთ ინსტრუქცია შეფუთვის კოლოფზე ,სადაც განთავსებულია ფოტოები.
კომპლექტაცია: 1. ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი; 2. ადაპტერი- კაბელი – 1 ცალი ; 3. თავაკზე ჩამოსაცმელი – 3 ცალი;
როდის არ შეიძლება აპარატის გამოყენება :
- ღია ჭრილობის ადგილზე
- კანის საფარის სხვადასხვა დაზიანებები.
- თუ თქვენთვის არ შეიძლება ვიბრომასაჟის პროცედურები.
- არ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით გარდა მოხმარების წესებში მითითებულისა ;
უსაფრთხოების წესები :
- მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
- ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
- მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში.
- სრულად დატენვის შემდეგ გამოაერთეთ ქსელიდან;
- მოარიდეთ ბავშვებს ;
გამოყენების წესები:
- ჩამოაცვით თავაკს ნაჭრის ჩამოსაცმელი.
- ადაპტერი ხრახნისებული მოძრაობით მიუერთეთ აპარატს / ის მჭიდროდ უნდა ჩაჯდეს ბუდეში;
- შეაერთეთ აპარატი ქსელში;
- გადაატრიალეთ, აპარატის კორპუსზე განთავსებული ჩამრთველი და სიჩქარის მოსამატებელი ღილაკი მარცხნიდან მარჯვნივ საათის ისრის მიმართულებიათ. გამოყენება დაიწყეთ დაბალი სიმძლავრიდან. შემდეგ თანდათან მოუმატეთ სიმძლავრე.
- გადაიტარეთ აპარატი საჭირო მონაკვეთზე ძალდატანების გარეშე. თავაკი უნდა მოძრაობდეს თავისუფლად. შეგიძლიათ ერთი და იმავე ადგილზე გადაიტაროთ 3-4 ჯერ. აპარატის გამოყენებისას არ უნდა იგრძნოთ ტკივილი ან დისკომფორტი.
- პროცედურის დაწყებამდე შეგიძლიათ კანზე დაიტანოთ ანტიცელულიტური გელი ან კრემი.