fbpx

IPL ეპილაციის აპარატი 2021

780.00 650.00

უახლესი 2021 წლის მოდელი . ახალი თაობის ფოტოეპილაციის აპარატი , IPL – intensed puls light – ტექნოლოგიით . მასში ფოტონური შუქის წყაროს წარმოადგენს ლამპა , რომელიც ასხივებს სხვადასხვა სიგრძის ტალღას 530 – 1100 ნმ. პროცედურის დროს გამოტყორცნილი ენერგია შთაინთქმება თმის პიგმენტით – მელანინით. ამის შემდეგ ფოტონური ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად , რის შდეგადაც ხდება თმის ბოლქვის გაცხელება და კვდომა. თმის ცვენა მაშინვე არ იწყება არამედ პირველი 8 კვირიანი კურსის შემდეგ . გარდა ამისა , IPL ტექნოლოგია კანს ხდის გლუვს და ელასტიურს.

უპირატესობები :

  • უმტკივნეულო ;
  • უსაფრთხო ;
  • ეფექტური ;
  • გამოიყენება როგორც სახის ასევე ტანის ზონებისთვის ;
  • არ საჭიროებს კარტრიჯის ცვლილებას ;
  • აქვს 500 000 იმპულსი ;
  • ავტომატური და ხელით მართვის რეჟიმები;
  • 5 რეგულირებადი სიმძლავრე;
  • შესაძლებელია გამოიყენოს ოჯახის სხვადასხვა წევრმა ;
  • ერთი აპარატი საკმარისია მთელი სხეულიდან თმის მოსაშორებლად.
ტექნიკური მონაცემები:
მწარმოებელი ქვეყანა : ამერიკა – ჩინეთი
ბრენდი: ta Dream
ტექნოლოგია: IPL
იმპულსების რაოდენობა : 500 000
გამოყენება : სახლის პირობებში
სერტიფიკატები: CE , ISO , Rohs, Fcc
ფუნქციები: არასასურველი თმის მოცილება
სიმძლავრე : AC-100-240V, DC50/60HZ
ლაზერული ტალღის სიგრძე : 470-1100 ნმ
დანათების სიმძლავრე : 2 – 4 ჯოული / კვ.სმ
ფერი : თეთრი
კომპლექტაცია: ეპილაციის აპარატი – 1 ცალი; დამტენი – 1 ცალი ; თავაკი – 2 ცალი: სათვალე – 1 ცალი ; ერთჯერადი საპარსი – 1 ცალი;
გარანტია : 1 წელი

 

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 591904011

ფასდაკლება!

გაზიარება:

Share on facebook
Share on whatsapp
Share on google
Share on twitter
Share on email

ეპილაციის აპარატი

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!

კომპლექტაცია:

  1. ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი;
  2. დამტენი – 1 ცალი;
  3. დამატებითი თავაკი – 1 ცალი ;
  4. სათვალე ;
  5. ერთჯერადი საპარსი;
უკუჩვენებები ანუ როდის არ შეიძლება აპარატის გამოყენება :

 

  • კანის დაზიანება გამოყენების ადგილზე ; კანის ინფექციური,ალერგიული ან ანთებითი დაავადებები (დერმატიტი, ფოტოდერმატოზები , ეკზემა , ემფიზემა და სხვა ), მათ შორის მზის ალერგია; კანის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნები , ნევუსები , სხვა ონკოლოგიური დაავადებები ;
  • ზოგიერთი ინფექციური დაავადებები: წითელი მგლურა, წითელი მგლურა , ჰერპეს ვირუსი და სხვა;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება გამოყენების ადგილზე;
  • პერმანენტული მაკიაჟი ან ტატუაჟი გამოყენების ადგილზე;
  • ნამზეურის (ზაგარი) ან ავტოზაგარის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ;
  • ჰიალურონის ან ოქროს ძაფები კანში , ფილერები გამოყენების ადგილზე; სილიკონის ან სხვა ხელოვნური ინპლანტები;
  • შაქრიანი დიაბეტი ;
  • სიხლის შედედების პრობლემები ;
  • თუ იღებთ ჰორმონალურ საშუალებებს , ანტიკოაგულანტებს ( სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს), ზოგიერთ ანტიბიოტიკს ან პრეპარატს , რომლის დროსაც არ შეიძლება ფოტოეპილაცია.
  • ორსულობა ; ლაქტაცია; მენსტრუაცია ;
  • ეპილეფსია , ფსიქიური აშლილობა;
  • კარდიოსტიმულატორი ;
  • ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც დარღვეულია ჰორმონალური ფონი.
  • ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ უნდა იყოს გასული 3 კვირა.

თუ გაქვთ რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა რაც ზემოთ არ არის აღნიშნული და ეჭვი გეპარებათ გამოიყენოთ თუ არა აპარატი , გთხოვთ გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.

უსაფრთხოების  წესები :
  • მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს  და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
  • მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში. ასევე არ გააჩეროთ დიდხანს პირდაპირი მზის სხივების ზეოქმედების ქვეშ.
  • მოარიდეთ ბავშვებს
  • თუ მოწყობილობა გამოვა მწყობრიდან აღარ გამოიყენოთ ის და არ ეცადოთ მის თქვენით შეკეთებას. ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით მომწოდებელს.
  • არ გამოიყენოთ მოწყობილობა მანათობელი ეკრანის შუშის დაზიანების შემთხვევაში.
  • არ გაწმინდოთ აპარატის ზედაპირი ქიმიური ხსნარებით ( სპირტი, აცეტონი, ბენზინი და ა.შ)
სად და რა ზონებზე არ შეიძლება გამოყენება:
  • წამწამები, წარბები და ირგვლივ ზონა;
  • ძუძუს თავები და ირგვლივ ზონა;
  • საშო;
  • ნესტოები და შიდა ყური;

ყურადღება !

 გამოყენებამდე უნდა ჩაიტაროთ კანის ალერგიული სინჯი:

გამოყენებამდე ან ნამზეურის მიღების შემდეგ, აუცილებელია, კანის ალერგიული სინჯის ჩატარება სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ვიტარებთ პროცედურას.

კანის ალერგიული სინჯი აუცილებელი ნაბიჯია! მისი მიზანია პროცედურისადმი კანის რეაქციის შემოწმება და შესაფერისი სხივის სიძლიერის განსაზღვრა.

  1. აირჩიეთ ზონა, რომელიც ახლოსაა სხეულის იმ ნაწილთან, სადაც იტარებთ პროცედურას.
  2. ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ პირველი სიმძლავრე.
  3. დაიდეთ აპარატი კანზე და დააჭირეთ დაწყებას.
  4. კანის ალერგიული სიჯის დასრულების შემდეგ, გთხოვთ, მოიცადოთ 24 საათი იმის შესამოწმებლად ექნება, თუ არა კანს რაიმე რეაქცია. კანზე რაიმე რეაქციის შემთხვევაში აირჩიეთ ის სიმძლავრე, რომელიც არ გამოიწვევს კანის რეაქციას და გამოიყენეთ ის ეპილაციის შემდგომი კურსის დროს.

მომზადება :

  • მოიცილეთ თმა კანის ზედაპირიდან. გაპარსვამდე კარგად დაისველეთ თმა და გამოიყენეთ საპონი ან შხაპის გელი. „მშრალი პარსვა“ ზრდის კანის გაჭრის ალბათობას და მის გაღიზიანებას.
  • გაიმშრალეთ კანი. დარწმუნდით, რომ მასზე არ არის თმა, ის სრულიად მშრალია და არ არის ცხიმიანი. აპარატის გამოყენებამდე მკაცრად აკრძალულია გელის, მალამოს ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

გამოყენების წესები :

  1. აპარატის მოხმარებამდე საგულადაგულოთ გაწმინდეთ მანათობელი ეკრანი , საიდანაც გამოდის სხივი მშრალი სუფთა ნაჭრით ან ბამბის დისკით.
  2. შეაერთეთ აპარატი დენის წყაროში, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს (პატარა ვარდისფერი  ღილაკი) რამოდენიმე წამის განმავლობაში სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება იმპულსების როდენობა (500 000). არ გამოიყენოთ ზედმეტი ძალა ღილაკზე დაჭერის დროს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღილაკის მწყობრიდან გამოსვლა ! აინთება მანათობელი ეკრანი.გამოჩნდება იმპულსების რაოდენობის და სიმძლავრის მაჩვენებელი.
  3. ჩათრვის ღილაკი ამავდროულად არის სიძლავრის ასარჩევი ღილაკი. სასურველი სიმძლავრის ასარჩევად დააჭირეთ ამ ღილაკს კიდევ ერთხელ. ეკრანზე გამოჩნდება სიმძლავრის მაჩვენებელი დანაყოფები . ყველაზე დაბალი სიმძლავრე (ერთი დანაყოფი) –  ყველაზე მაღალი სიმძლავრე ( ხუთი დანაყოფი )
  4. როდესაც აპარატი სათანადოდაა დარეგულირებული , მანათობელი ზედაპირი მჭიდროდ მიადეთ კანს იმ ადგილს , სადაც გვსურს თმის მოშორება. როდესაც მწვანე ნათურა დაიწყებს ციმციმს – აპარატი მზად არის სხივის გასატყორცნად და დააჭირეთ დიდ ვარდისფერ ღილაკს სახელურზე , რათა მოხდეს სხივის გატყორცვნა.
  5. აპარატის გამოსართავად დააჭირეთ რამდენიმე წამი ჩამრთველ ღილაკს.
სხვადასხვა ფუნქცია:


ხელით მართვის ფუნქცია – გამოიყენება პატარა ზონებზე (ტუჩის, იღლიის, სახის, ბიკინის და სხვა. მიდამოებში) .

ავტომატური მართვის ფუნქცია ( გამოიყენეთ შედარებით დიდ ზონებზე : ფეხები, ხელები, ტანი და ა.შ)  დააჭირეთ დიდ ვარდისფერ ღილაკს სახელურზე რამოდენიმე წამის განმავლობაში.

ეკრანზე გამოჩნდება ავტომატური რეჟიმის მაჩნევებელი წარწერა „ con “ . ამის შემდეგ მიადეთ ეკრანი მჭიდროდ კანის ზედაპირს ისე ,რომ მოწყობილობა კანის ზედაპირთან მიმართებაში იყოს განთავსებული ვერტიკალურად. კანზე გადაადგილებისას მოწყობილობა ავტომატურად გაიტყორცნის სხივს.
ავტომატური ფუნქციის გამოსართავად დააჭირეთ დიდ ვარდისფერ ღილაკს რამოდენიმე წამის განმავლობაში.

დამატებითი თავაკის გამოყენება.

ამ თავაკს არ გააჩნია იმპულსების რაოდენობა და არ გაიტყორცნის ლაზერულ სხივს. აქვს უწყვეტი წითელი ნათება. ლედ – თავაკი ( წითელი ნათებით) – გამოიყენება კანის გაახალგაზრდავებისთვის, გამონაყარის , სტრიების და წვრილი ნაოჭების სამკურნალოდ, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე.

აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავების და აღდგენის პროცესს კანში.

მსუბუქი ძალის გამოყენებით მოხსენით ეპილაციის თავაკი და დააყენეთ დამატებითი ლედ – თავაკი. მიიდეთ კანზე და გადაიტანეთ ერთი ადგილიდან მეორეზე ნელი მოძრაობებით. 

ეპილაციის პროცედურების ხანგრძლივობა და ჩატარების გრაფიკი:

პროცედურა შედგება სამჯერადი დასხივებისგან . კანის გარკვეულ უბანზე აპარატის ერთხელ დასხივების შემდგომ ისევ მიუბრუნდით საწყის უბანს მეორედ და მესამედ . არ დაასხივოთ აპარატი ერთი და იმავე უბანზე 3-ჯერ ზედიზედ . ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება ან გაღიზიანება.
რაც უფრო მაღალია არჩეული სიმძლავრე, მით უკეთესია შედეგი .

აპარატის გამოყენება სასურველია დაიწყოთ დაბალი პირველი ან მეორე სიმძლავრით  ( ერთი ან ორი დანაყოფი ეკრანზე). მას შემდეგ , რაც კანი შეეჩვევა სხივს შეგვიძლით სიმძლავრის მაჩველებელი გაზარდოთ 5 – მდე ( 5 დანაყოფი ეკრანზე).
აპარატის გამოყენების შემდგომ კანი შესაძლოა იყოს ოდნავ შეწითლებული და გქონდეთ ქავილის შეგრძნება . ეს ნორმალურია. მსგავსი დისკომფორტი , როგორც წესი , მალე გაივლის .

თუ გაქვთ ქავილი ან სიწითლე , დაელოდეთ , რომ ის გაქრეს და  შემდგომ კანზე  სურვილისამებრ დაიტანეთ დამამშვიდებელი კრემი, ემულსია ან ჟელე ( მაგალითად პანთენოლით).

პროცედურების გაკეთების ინტერვალები დამოკიდებულია თმის სიხშირეზე ამა თუ იმ უბანზე . სხვადასხვა უბანზე შედეგი შესაძლოა განსხვავებული იყოს. კარგი შედეგის მისაღწევად პროცედურები უნდა ჩაიტაროთ შემდეგი გარაფიკით:

პირველი 2 კვირის მანძილზე კვირაში 2 ჯერ თმა იზრდება ჩვეულბრივად
მე -3 – 4 კვირა კვირაში 2-ჯერ თმა იზრდება და ზოგიერთი იწყებს ცვენას
მე-5 – 8 კვირა კვირაში ერთხელ თმის ღერი თხელდება და ამოდის ნაკლბი თმა . აღარანაირი რეაქცია კანზე
8 კვირა + თვეში ერთხელ საჭიროებისამებრ

 გაითვალისწინეთ , რომ შედეგი დამოკიდებულია აპარატის სწორ გამოყენებაზე და ზემოთ მოცემული გრაფიკის დაცვაზე!!!

გვეწვიეთ Facebook-ზე

დაათვალიერეთ სხვა პროდუქტები