ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!
კომპლექტაცია: ძირითადი მოწყობილობა 1 ცალი; სადგამი- 1 ცალი; დამტენი 1 ცალი; სათვალე 1 ცალი; საპარსი 1 ცალი;
უკუჩვენებები ანუ როდის არ შეიძლება აპარატის გამოყენება :1. კანის დაზიანება გამოყენების ადგილზე ; კანის ინფექციური,ალერგიული ან ანთებითი დაავადებები (დერმატიტი, ფოტოდერმატოზები , ეკზემა , ემფიზემა და სხვა ), მათ შორის მზის ალერგია; კანის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნები , ნევუსები , სხვა ონკოლოგიური დაავადებები ; 2.ზოგიერთი ინფექციური დაავადებები: წითელი მგლურა, წითელი მგლურა , ჰერპეს ვირუსი და სხვა; 3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება გამოყენების ადგილზე; 4. პერმანენტული მაკიაჟი ან ტატუაჟი გამოყენების ადგილზე; 5.ნამზეურის (ზაგარი) ან ავტოზაგარის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ; 6. ჰიალურონის ან ოქროს ძაფები კანში , ფილერები გამოყენების ადგილზე; სილიკონის ან სხვა ხელოვნური ინპლანტები; 7. შაქრიანი დიაბეტი ; 8.სიხლის შედედების პრობლემები ; 9.თუ იღებთ ჰორმონალურ საშუალებებს , ანტიკოაგულანტებს ( სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს), ზოგიერთ ანტიბიოტიკს ან პრეპარატს , რომლის დროსაც არ შეიძლება ფოტოეპილაცია. 10. ორსულობა ; ლაქტაცია; მენსტრუაცია ; 11.ეპილეფსია , ფსიქიური აშლილობა; 12. კარდიოსტიმულატორი ; 13. ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც დარღვეულია ჰორმონალური ფონი. 14.ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ უნდა იყოს გასული 3 კვირა;
თუ გაქვთ რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა რაც ზემოთ არ არის აღნიშნული და ეჭვი გეპარებათ გამოიყენოთ თუ არა აპარატი , გთხოვთ გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.
უსაფრთხოების წესები : 1. მოარიდეთ დარყმას , ვარდნას; 2. ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება; 3. მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში. ასევე არ გააჩეროთ დიდხანს პირდაპირი მზის სხივების ზეოქმედების ქვეშ. 4. მოარიდეთ ბავშვებს. 5.თუ მოწყობილობა გამოვა მწყობრიდან აღარ გამოიყენოთ ის და არ ეცადოთ მის თქვენით შეკეთებას. ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით მომწოდებელს. 6. არ გამოიყენოთ მოწყობილობა მანათობელი ეკრანის შუშის დაზიანების შემთხვევაში. 7.არ გაწმინდოთ აპარატის ზედაპირი ქიმიური ხსნარებით ( სპირტი, აცეტონი, ბენზინი და ა.შ)
სად და რა ზონებზე არ შეიძლება გამოყენება: 1. წამწამები, წარბები და ირგვლივ ზონა; 2.ძუძუს თავები და ირგვლივ ზონა; 3. საშო. 4 .ნესტოები და შიდა ყური;
ყურადღება ! გამოყენებამდე და ნამზეურის მიღების შემდეგ უნდა ჩაიტაროთ კანის ალერგიული სინჯი:
სინჯი კეთდება სხეულის იმ ნაწილზე, სადაც იტარებთ პროცედურას. კანის ალერგიული სინჯი აუცილებელი ნაბიჯია! მისი მიზანია პროცედურისადმი კანის რეაქციის შემოწმება და შესაფერისი სხივის სიძლიერის განსაზღვრა. ამისთვის აირჩიეთ ზონა, რომელიც ახლოსაა სხეულის იმ ნაწილთან, სადაც იტარებთ პროცედურას.ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ პირველი სიმძლავრე .დაიდეთ აპარატი კანზე და დააჭირეთ დაწყებას. კანის ალერგიული სინჯის.დასრულების შემდეგ, გთხოვთ, მოიცადოთ 24 საათი იმის შესამოწმებლად ექნება, თუ არა კანს რაიმე რეაქცია. კანზე რაიმე რეაქციის შემთხვევაში აირჩიეთ ის სიმძლავრე, რომელიც არ გამოიწვევს კანის რეაქციას და გამოიყენეთ ის ეპილაციის შემდგომი კურსის დროს.
ღილაკები და რეჟიმები: 1. ზედა მარცხენა ღილაკი – ჩამრთველი და სიმძლავრის მოსამატებელი ღილაკი; 2. ზედა- მარჯვენა – მენიუს ასარჩევი ღილაკი ; 3. მარცხენა გვერდით ზედაპირზე განთავსებული ღილაკი – იმპულსის გასაშვები ღილაკი; HR რეჟიმი – ეპილაციისთვის; SR რეჟიმი – კანის გაახალგაზრდავებისთვის; AC რეჟიმი –
პროცედურისთვის მომზადება : 1. მოიცილეთ თმა კანის ზედაპირიდან. გაპარსვამდე კარგად დაისველეთ თმა და გამოიყენეთ საპონი ან შხაპის გელი. „მშრალი პარსვა“ ზრდის კანის გაჭრის ალბათობას და მის გაღიზიანებას. 2. გაიმშრალეთ კანი. დარწმუნდით, რომ მასზე არ არის თმა, ის სრულიად მშრალია და არ არის ცხიმიანი. აპარატის გამოყენებამდე მკაცრად აკრძალულია გელის, მალამოს ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება!
პროცედურის დაწყებამდე გაიკეთეთ მუქი სათვალე.
გამოყენების წესები : სადგამში ჩადეთ საჭირო ზომის 2 ელემენტი. სადგამში განთავსებულია ულტრაიისფერი ნათურა ,რომელიც გამოიყენება აპარატის მანათობელი ეკრანის დეზინფექციისთვის . ულტრაიისფერი განათება ირთვება მხოლოდ მაშინ , როდესაც მასზე განათავსებთ აპარატის მანათობელ ეკრანს ! დეზინფექციისთვის განკუთვნილია 2 წუთი, შემდეგ იისფერი განათება ითიშება.
1.აპარატის მოხმარებამდე საგულადაგულოთ გაწმინდეთ მანათობელი ეკრანი , საიდანაც გამოდის სხივი მშრალი სუფთა ნაჭრით .2. შეაერთეთ აპარატი დენის წყაროში, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს (ზედა მარცხენა ღილაკი) რამოდენიმე წამის განმავლობაში ( არ გამოიყენოთ ზედმეტი ძალა ღილაკზე დაჭერის დროს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღილაკის მწყობრიდან გამოსვლა !). აინთება ღილაკის თავზე განთავსებული ეკრანი და წითელი ნათურა( კანის ფერის ამომცნობი). ეკრანზე გამოჩნდება იმპულსების რაოდენობა და მენიუ. 3. დაადეთ ცერა თითი წითელ ნათურას რამოდენიმე წამის განმავლობაში, სანამ არ ჩაქრება . აპარატი ამოიცნობს თქვენი კანის ტიპს და შეგირჩევთ შესაბამის სიმძლავრეს( სიმძლავრე ასევე შეგიძლიათ მოუმატოთ ან მოაკლოთ ჩამრთველ ღილაკზე რამოდენიმეჯერ დაჭერით). აპარატი ჩაირთვება .
ყურადღება ! დააკვირდით ეკრანზე ასოებს , თუ არ ჩართავთ სწორ რეჟიმს ჩატარებული პროცედურები არ იქნება ეფექტური.
ეპილაციის გასაკეთებლად ღილაკზე “M” ხანმოკლე დაჭერით ირჩევთ რეჟიმს HR ;
კანის გაახალგაზრდავების პროცედურისთვის – ღილაკზე “M” ხანმოკლე დაჭერით ირჩევთ რეჟიმს SR
– ღილაკზე “M” ხანმოკლე დაჭერით ირჩევთ რეჟიმს AC
გაგრილების სიტემის ჩასართავად – ღილაკზე “M” ხანგრძლივად დაჭერით ირჩევთ რეჟიმს როდესაც ეკრანზე ეხატება❄. გაგრილების სისტემის გამოსართავად კიდევ ერთხელ ხანგრძლივად დააჭირე ღილაკს M.
სიმძლავრის მოსამატებლად ან მოსაკლებად – დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს რამოდენიმეჯერ. ეკრანზე გამოჩნდება სიმძლავრის მაჩვენებელი ციფრები 1 დან 9-მდე.
ხელით მართვის რეჟიმის ჩასართავად – დააჭირეთ აპარატის გვერდითა ზედაპირზე განთავსებულ სხივის გასატყორცნ ღილაკს ერთხელ . ეკრანზე გამოჩნდება z . ეს რეჟიმი რეკომენდებულია პატარა ზონებზე.
ავტომატური რეჟიმის ჩასართავად – დააჭირეთ აპარატის გვერდითა ზედაპირზე განთავსებულ სხივის გასატყორცნ ღილაკს ორჯერ. ეკრანზე გამოჩნდება zz. ეს რეჟიმი რეკომენდებულია დიდი ზონებისთვის.
- ზემოთ აღნიშნულის მიხედვით აირჩიეთ შესაბამისი რეჟიმი. 5. მიიდეთ მანათობელი ეკრანი მჭიდროდ კანზე და დააჭირეთ სხივის გასატყორცნ ღილაკს.
- აპარატის გამოსართავად რამოდენიმე წამი დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს . ჩაირთვება უკუთვლის 30 წამიანი ტაიმერი და აპარატი გაითიშება რამოდენიმე წამში
- გამოყენების შემდეგ აპარატი დადეთ სადეზინფექციო სადგამზე.
გამოყენება სახის მიდამოში: 1. არ გამოიყენოთ წარბების , წამწამების და თავზე თმის მოსაცილებლად. მამაკაცებისთვის არ არის რეკომენდებული აპარატის წვერის მოსაცილებლად გამოყენება. 2. აირჩიეთ ჩვეულებრივი (არაავტომატური) რეჟიმი და არ გამოიყენოთ 10 წუთზე მეტ ხანს ერთ ზონაზე.
პროცედურების ხანგრძლივობა და ჩატარების გრაფიკი: პროცედურა შედგება სამჯერადი დასხივებისგან . კანის გარკვეულ უბანზე აპარატის ერთხელ დასხივების შემდგომ ისევ მიუბრუნდით საწყის უბანს მეორედ და მესამედ . არ დაასხივოთ აპარატი ერთი და იმავე უბანზე 3-ჯერ ზედიზედ . ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება ან გაღიზიანება. რაც უფრო მაღალია არჩეული სიმძლავრე, მით უკეთესია შედეგი . აპარატის გამოყენება სასურველია დაიწყოთ დაბალი პირველი ან მეორე სიმძლავრით . მას შემდეგ , რაც კანი შეეჩვევა სხივს შეგვიძლით სიმძლავრის მაჩველებელი გაზარდოთ მაქსიმუმამდე. აპარატის გამოყენების შემდგომ კანი შესაძლოა იყოს ოდნავ შეწითლებული და გქონდეთ ქავილის შეგრძნება . ეს ნორმალურია. მსგავსი დისკომფორტი , როგორც წესი , მალე გაივლის . თუ გაქვთ ქავილი ან სიწითლე , დაელოდეთ , რომ ის გაქრეს და შემდგომ კანზე სურვილისამებრ დაიტანეთ დამამშვიდებელი კრემი, ემულსია ან ჟელე ( მაგალითად პანთენოლით).გამოყენების შემდეგ ეკრანი გაწმინდეთ წყლით დასველებული და კარგად გაწურული ბამბის დისკით. პროცედურების გაკეთების ინტერვალები დამოკიდებულია თმის სიხშირეზე ამა თუ იმ უბანზე . სხვადასხვა უბანზე შედეგი შესაძლოა განსხვავებული იყოს. კარგი შედეგის მისაღწევად პროცედურები უნდა
ჩაიტაროთ შემდეგი გარაფიკით:
პირველი 4 კვირის მანძილზე – კვირაში 2-ჯერ .
მე-5-8 კვირა – 2კვირაში ერთხელ.
8 კვირის შემდეგ – 2 კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ (საჭიროებისამებრ)
გაითვალისწინეთ , რომ შედეგი დამოკიდებულია აპარატის სწორ გამოყენებაზე და ზემოთ მოცემული გრაფიკის დაცვაზე!!!