fbpx

ეპილაციის აპარატი

720.00

უახლესი 2021 წლის მოდელი . ახალი თაობის ფოტოეპილაციის აპარატი , IPL – intensed puls light – ტექნოლოგიით . მასში ფოტონური შუქის წყაროს წარმოადგენს ლამპა , რომელიც ასხივებს სხვადასხვა სიგრძის ტალღას 530 – 1100 ნმ. პროცედურის დროს გამოტყორცნილი ენერგია შთაინთქმება თმის პიგმენტით – მელანინით. ამის შემდეგ ფოტონური ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად , რის შდეგადაც ხდება თმის ბოლქვის გაცხელება და კვდომა. თმის ცვენა მაშინვე არ იწყება არამედ პირველი 8 კვირიანი კურსის შემდეგ . გარდა ამისა , IPL ტექნოლოგია კანს ხდის გლუვს და ელასტიურს.

უპირატესობები :

  • აქვს 990 000 იმპულსი ;
  • უმტკივნეულო – აქვს გაგრილების სისტემა Ice Cool;
  • უსაფრთხო – სპეციალური დამცავი ფილტრი კანს იცავს მავნე გამოსხივებისგან;
  • ეფექტური – ლაზერული სხივის სიმძლავრე 18 ჯოულ / კვ.სმ  ;
  • გამოიყენება როგორც სახის ასევე ტანის ზონებისთვის ;
  • არ საჭიროებს კარტრიჯის ცვლილებას ;
  • ავტომატური და ხელით მართვის რეჟიმები;
  • 5 რეგულირებადი სიმძლავრე;
  • შესაძლებელია გამოიყენოს ოჯახის სხვადასხვა წევრმა ;
  • ერთი აპარატი ყოფნის რამოდენიმე ადამიანს  მთელი სხეულიდან თმის სამუდამოდ მოსაცილებლად .
ტექნიკური მონაცემები:
მწარმოებელი ქვეყანა : სამხრეთ კორეა;
მოდელი:  M 6
ტექნოლოგია: IPL
იმპულსების რაოდენობა : 990000
გამოყენება : სახლის პირობებში
სერტიფიკატები: CE , ISO , Rohs, Fcc
ფუნქციები: არასასურველი თმის მოცილება
სიმძლავრე : 12V | 6A | 72W
ლაზერული ტალღის სიგრძე : 470-1100 ნმ
დანათების სიმძლავრე : 18 ჯოული / კვ.სმ
ფერი : თეთრი
კომპლექტაცია: ეპილაციის აპარატი – 1 ცალი; დამტენი – 1 ცალი ;  სათვალე – 1 ცალი ; ერთჯერადი საპარსი – 1 ცალი;
გარანტია : 1 წელი

 

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 591904011

გაზიარება:

Share on facebook
Share on whatsapp
Share on google
Share on twitter
Share on email

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!

კომპლექტაცია:

  1. ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი;
  2. დამტენი – 1 ცალი;
  3. სათვალე – 1 ცალი ;
  4. ერთჯერადი საპარსი – 1 ცალი ;
უკუჩვენებები ანუ როდის არ შეიძლება აპარატის გამოყენება :

 

  • კანის დაზიანება გამოყენების ადგილზე ; კანის ინფექციური,ალერგიული ან ანთებითი დაავადებები (დერმატიტი, ფოტოდერმატოზები , ეკზემა , ემფიზემა და სხვა ), მათ შორის მზის ალერგია; კანის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნები , ნევუსები , სხვა ონკოლოგიური დაავადებები ;
  • ზოგიერთი ინფექციური დაავადებები: წითელი მგლურა, წითელი მგლურა , ჰერპეს ვირუსი და სხვა;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება გამოყენების ადგილზე;
  • პერმანენტული მაკიაჟი ან ტატუაჟი გამოყენების ადგილზე;
  • ნამზეურის (ზაგარი) ან ავტოზაგარის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ;
  • ჰიალურონის ან ოქროს ძაფები კანში , ფილერები გამოყენების ადგილზე; სილიკონის ან სხვა ხელოვნური ინპლანტები;
  • შაქრიანი დიაბეტი ;
  • სიხლის შედედების პრობლემები ;
  • თუ იღებთ ჰორმონალურ საშუალებებს , ანტიკოაგულანტებს ( სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს), ზოგიერთ ანტიბიოტიკს ან პრეპარატს , რომლის დროსაც არ შეიძლება ფოტოეპილაცია.
  • ორსულობა ; ლაქტაცია; მენსტრუაცია ;
  • ეპილეფსია , ფსიქიური აშლილობა;
  • კარდიოსტიმულატორი ;
  • ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც დარღვეულია ჰორმონალური ფონი.
  • ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ უნდა იყოს გასული 3 კვირა.

თუ გაქვთ რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა რაც ზემოთ არ არის აღნიშნული და ეჭვი გეპარებათ გამოიყენოთ თუ არა აპარატი , გთხოვთ გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.

უსაფრთხოების  წესები :
  • მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს  და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
  • მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში. ასევე არ გააჩეროთ დიდხანს პირდაპირი მზის სხივების ზეოქმედების ქვეშ.
  • მოარიდეთ ბავშვებს
  • თუ მოწყობილობა გამოვა მწყობრიდან აღარ გამოიყენოთ ის და არ ეცადოთ მის თქვენით შეკეთებას. ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით მომწოდებელს.
  • არ გამოიყენოთ მოწყობილობა მანათობელი ეკრანის შუშის დაზიანების შემთხვევაში.
  • არ გაწმინდოთ აპარატის ზედაპირი ქიმიური ხსნარებით ( სპირტი, აცეტონი, ბენზინი და ა.შ)
სად და რა ზონებზე არ შეიძლება გამოყენება:
  • წამწამები, წარბები და ირგვლივ ზონა;
  • ძუძუს თავები და ირგვლივ ზონა;
  • საშო;
  • ნესტოები და შიდა ყური;

ყურადღება !

 გამოყენებამდე უნდა ჩაიტაროთ კანის ალერგიული სინჯი:

გამოყენებამდე ან ნამზეურის მიღების შემდეგ, აუცილებელია, კანის ალერგიული სინჯის ჩატარება სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ვიტარებთ პროცედურას.

კანის ალერგიული სინჯი აუცილებელი ნაბიჯია! მისი მიზანია პროცედურისადმი კანის რეაქციის შემოწმება და შესაფერისი სხივის სიძლიერის განსაზღვრა.

  1. აირჩიეთ ზონა, რომელიც ახლოსაა სხეულის იმ ნაწილთან, სადაც იტარებთ პროცედურას.
  2. ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ პირველი რეჟიმი.
  3. დაიდეთ აპარატი კანზე და დააჭირეთ დაწყებას.
  4. კანის ალერგიული სიჯის დასრულების შემდეგ, გთხოვთ, მოიცადოთ 24 საათი იმის შესამოწმებლად ექნება, თუ არა კანს რაიმე რეაქცია. კანზე რაიმე რეაქციის შემთხვევაში აირჩიეთ ის სიმძლავრე, რომელიც არ გამოიწვევს კანის რეაქციას და გამოიყენეთ ის ეპილაციის შემდგომი კურსის დროს.

მომზადება :

  • მოიცილეთ თმა კანის ზედაპირიდან. გაპარსვამდე კარგად დაისველეთ თმა და გამოიყენეთ საპონი ან შხაპის გელი. „მშრალი პარსვა“ ზრდის კანის გაჭრის ალბათობას და მის გაღიზიანებას.
  • გაიმშრალეთ კანი. დარწმუნდით, რომ მასზე არ არის თმა, ის სრულიად მშრალია და არ არის ცხიმიანი. აპარატის გამოყენებამდე მკაცრად აკრძალულია გელის, მალამოს ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

გამოყენების წესები :