fbpx

IPL ეპილაციის აპარატი 3 თავაკით

600.00 450.00

არ არის მარაგში

ახალი თაობის ფოტოეპილაციის აპარატი , IPL – intensed puls light – ტექნოლოგიით . მასში ფოტონური შუქის წყაროს წარმოადგენს ლამპა , რომელიც ასხივებს სხვადასხვა სიგრძის ტალღას 530 – 1100 ნმ. პროცედურის დროს გამოტყორცნილი ენერგია შთაინთქმება თმის პიგმენტით – მელანინით. ამის შემდეგ ფოტონური ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად , რის შდეგადაც ხდება თმის ბოლქვის გაცხელება და კვდომა. თმის ცვენა მაშინვე არ იწყება არამედ 5- 7 კვირის შემდეგ . გარდა ამისა , IPL ტექნოლოგია კანს ხდის გლუვს და ელასტიურს.

უპირატესობები :

  • უმტკივნეულო ;
  • უსაფრთხო ;
  • ეფექტური ;
  • გამოიყენება როგორც სახის ასევე ტანის ზონებისთვის ;
  • არ საჭიროებს კარტრიჯის ცვლილებას ;
  • აქვს 990 000 იმპულსი ;
  • ავტომატური, ნახევრადავტომატური, ხელით მართვის და კანის გაახალგაზრდავების რეჟიმები;
  • 5 რეგულირებადი სიმძლავრე;
  • შესაძლებელია გამოიყენოს ოჯახის სხვადასხვა წევრმა ;
  • ერთი აპარატი საკმარისია მთელი სხეულიდან თმის მოსაშორებლად.

 

ტექნიკური მონაცემები:
მწარმოებელი ქვეყანა : ჩინეთი
ბრენდი: Beperfect
ტექნოლოგია: IPL
იმპულსების რაოდენობა : 990 000
გამოყენება : სახლის პირობებში
სერტიფიკატები: CE , ISO , Rohs, Fcc
ფუნქციები: არასასურველი თმის მოცილება
სიმძლავრე : AC-100-240V, DC50/60HZ
ლაზერული ტალღის სიგრძე : 470-1100 ნმ
ფერი : მწვანე
კომპლექტაცია: ეპილაციის აპარატი – 1 ცალი; დამტენი – 1 ცალი ; თავაკი – 3 ცალი;
გარანტია : 1 წელი

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 591 90 40 11

ფასდაკლება!

გაზიარება:

Share on facebook
Share on whatsapp
Share on google
Share on twitter
Share on email

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!

კომპლექტაცია:

  1. ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი;
  2. დამტენი – 1 ცალი;
  3. დამატებითი თავაკი – 2 ცალი ;
უკუჩვენებები ანუ როდის არ შეიძლება აპარატის გამოყენება :

 

  • კანის დაზიანება გამოყენების ადგილზე ; კანის ინფექციური,ალერგიული ან ანთებითი დაავადებები (დერმატიტი, ფოტოდერმატოზები , ეკზემა , ემფიზემა და სხვა ), მათ შორის მზის ალერგია; კანის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნები , ნევუსები , სხვა ონკოლოგიური დაავადებები ;
  • ზოგიერთი ინფექციური დაავადებები: წითელი მგლურა, წითელი მგლურა , ჰერპეს ვირუსი და სხვა;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება გამოყენების ადგილზე;
  • პერმანენტული მაკიაჟი ან ტატუაჟი გამოყენების ადგილზე;
  • ნამზეურის (ზაგარი) ან ავტოზაგარის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ;
  • ჰიალურონის ან ოქროს ძაფები კანში , ფილერები გამოყენების ადგილზე; სილიკონის ან სხვა ხელოვნური ინპლანტები;
  • შაქრიანი დიაბეტი ;
  • სიხლის შედედების პრობლემები ;
  • თუ იღებთ ჰორმონალურ საშუალებებს , ანტიკოაგულანტებს ( სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს), ზოგიერთ ანტიბიოტიკს ან პრეპარატს , რომლის დროსაც არ შეიძლება ფოტოეპილაცია.
  • ორსულობა ; ლაქტაცია; მენსტრუაცია ;
  • ეპილეფსია , ფსიქიური აშლილობა;
  • კარდიოსტიმულატორი ;
  • ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც დარღვეულია ჰორმონალური ფონი.
  • ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ უნდა იყოს გასული 3 კვირა;

თუ გაქვთ რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა რაც ზემოთ არ არის აღნიშნული და ეჭვი გეპარებათ გამოიყენოთ თუ არა აპარატი , გთხოვთ გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.

უსაფრთხოების  წესები :
  • მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს  და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
  • მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში. ასევე არ გააჩეროთ დიდხანს პირდაპირი მზის სხივების ზეოქმედების ქვეშ.
  • მოარიდეთ ბავშვებს
  • თუ მოწყობილობა გამოვა მწყობრიდან აღარ გამოიყენოთ ის და არ ეცადოთ მის თქვენით შეკეთებას. ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით მომწოდებელს.
  • არ გამოიყენოთ მოწყობილობა მანათობელი ეკრანის შუშის დაზიანების შემთხვევაში.
  • არ გაწმინდოთ აპარატის ზედაპირი ქიმიური ხსნარებით ( სპირტი, აცეტონი, ბენზინი და ა.შ)
სად და რა ზონებზე არ შეიძლება გამოყენება:
  • წამწამები, წარბები და ირგვლივ ზონა;
  • ძუძუს თავები და ირგვლივ ზონა;
  • საშო;
  • ნესტოები და შიდა ყური;

ყურადღება !

 გამოყენებამდე უნდა ჩაიტაროთ კანის ალერგიული სინჯი:

გამოყენებამდე ან ნამზეურის მიღების შემდეგ, აუცილებელია, კანის ალერგიული სინჯის ჩატარება სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ვიტარებთ პროცედურას.

კანის ალერგიული სინჯი აუცილებელი ნაბიჯია! მისი მიზანია პროცედურისადმი კანის რეაქციის შემოწმება და შესაფერისი სხივის სიძლიერის განსაზღვრა.

  1. აირჩიეთ ზონა, რომელიც ახლოსაა სხეულის იმ ნაწილთან, სადაც იტარებთ პროცედურას.
  2. ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ პირველი რეჟიმი.
  3. დაიდეთ აპარატი კანზე და დააჭირეთ დაწყებას.
  4. კანის ალერგიული სიჯის დასრულების შემდეგ, გთხოვთ, მოიცადოთ 24 საათი იმის შესამოწმებლად ექნება, თუ არა კანს რაიმე რეაქცია. კანზე რაიმე რეაქციის შემთხვევაში აირჩიეთ ის სიმძლავრე, რომელიც არ გამოიწვევს კანის რეაქციას და გამოიყენეთ ის ეპილაციის შემდგომი კურსის დროს.

მომზადება :

  • მოიცილეთ თმა კანის ზედაპირიდან. გაპარსვამდე კარგად დაისველეთ თმა და გამოიყენეთ საპონი ან შხაპის გელი. „მშრალი პარსვა“ ზრდის კანის გაჭრის ალბათობას და მის გაღიზიანებას.
  • გაიმშრალეთ კანი. დარწმუნდით, რომ მასზე არ არის თმა, ის სრულიად მშრალია და არ არის ცხიმიანი. აპარატის გამოყენებამდე მკაცრად აკრძალულია გელის, მალამოს ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

გამოყენების წესები :

  1. აპარატის მოხმარებამდე საგულადაგულოთ გაწმინდეთ მანათობელი ეკრანი , საიდანაც გამოდის სხივი მშრალი სუფთა ნაჭრით ან ბამბის დისკით.
  2. შეაერთეთ აპარატი დენის წყაროში, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს (პატარა მოგრძო ღილაკი) სამი წამის განმავლობაში ( არ გამოიყენოთ ზედმეტი ძალა ღილაკზე დაჭერის დროს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღილაკის მწყობრიდან გამოსვლა !). აინთება მანათობელი ეკრანი.გამოჩნდება იმპულსების რაოდენობის და სიმძლავრის მაჩვენებელი.
  3. ჩათრვის ღილაკი ამავდროულად არის სიძლავრის ასარჩევი ღილაკი. სასურველი სიმძლავრის ასარჩევად დააჭირეთ ამ ღილაკს კიდევ ერთხელ. ეკრანზე გამოჩნდება სიმძლავრის მაჩვენებელი დანაყოფები . ყველაზე დაბალი სიმძლავრე (ერთი დანაყოფი) –  ყველაზე მაღალი სიმძლავრე ( ხუთი დანაყოფი )
  4. როდესაც აპარატი სათანადოდაა დარეგულირებული , მანათობელი ზედაპირი მჭიდროდ მიადეთ კანს იმ ადგილს , სადაც გვსურს თმის მოშორება და დააჭირეთ დიდ მრგვალ ღილაკს, რათა მოხდეს სხივის გატყორცვნა.
  5. აპარატის გამოსართავად დააჭირეთ რამდენიმე წამი ჩამრთველ ღილაკს. ჩაირთვება ტაიმერი და აპარატი გაითიშება თავისით 10 წამის შემდეგ.
სხვადასხვა ფუნქცია:


ხელით მართვის ფუნქცია – გამოიყენება პატარა ზონებზე (ტუჩის, იღლიის, სახის, ბიკინის და სხვა. მიდამოებში) .სასურველია გამოიყენოთ პატარა ზედაპირის მქონე თავაკი, რომელიც განკუთვნილია ზემოთ ჩამოთვლილი ზონებისთვის.

მოწყობილობა კანის ზედაპირთან მიმართებაში დაიჭირეთ ვერტიკალურად ( სურათი იხილეთ ინგლისურ ინსთრუქციაში), ისე რომ მანათობელი ზედაპირი მჭიდროდ იყოს კანზე მიბჯენილი. როდესაც ეკრანზე გამოჩნდება კანის ამომცნობი სენსორი „ ((●)) “ , დააჭირეთ დიდ მრგვალ ღილაკს რათა მოხდეს სხივის გატყორცნა.

ნახევრად ავტომატური ფუნქცია (გამოიყენება ხელის, ფეხის და სხვა. მიდამოებში ) მოწყობილობა კანის ზედაპირთან მიმართებაში დაიჭირეთ ვერტიკალურად , ისე რომ მანათობელი ზედაპირი მჭიდროდ იყოს კანთან მიბჯენილი. როდესაც ეკრანზე გამოჩნდება კანის ამომცნობი სენსორი „ ((●)) “ , დააჭირეთ დიდ მრგვალ ღილაკს ხანგრძილი დროის განმავლობაში და ისე ჩაიტარეთ პროცედურა.

როგორც კი ამ ღილაკს აუშვებთ თითს, სხივი აღარ გამოიტყორცნება.

ავტომატური ფუნქცია ( გამოიყენეთ შედარებით დოდ ზონაზე. ფეხები, ხელები, ტანი და ა.შ)  დააჭირეთ დიდ მრგვალ ღილაკს 3 წამის განმავლობაში.

გამოჩნდება ავტომატური რეჟიმის მაჩნევებელი „ (A) “ . ამის შემდეგ მიადეთ ეკრანი მჭიდროდ კანის ზედაპირს ისე ,რომ მოწყობილობა კანის ზედაპირთან მიმართებაში იყოს განთავსებული ვერტიკალურად.

როდესაც ეკრანზე გამოჩნდება კანის ამომცნობი სენსორი „ ((●)) “  მოწყობილობა ავტომატურად გაიტყორცნის სხივს.
ავტომატური ფუნქციის გამოსართავად დააჭირეთ დიდ მრგვალ ღილაკს 3 წამის განმავლობაში.

დამატებითი თავაკების გამოყენება.

დამატებითი თავაკების დაყენება არ საჭიროებს ძირითადი თავაკის მოხსნას. ისინი მარტივად ეხურება თავზე ძირითად თავაკს და მაგრდება მათში ჩამონტაჟებული მაგნიტის საშუალებით.

– პატარა თავაკი განკუთვნილია პატარა ზონებისთვის (ტუჩის, იღლიის, სახის, ბიკინის და სხვა)

– სარკისებრი თავაკი – გამოიყენება კანის გაახალგაზრდავებისთვის, გამონაყარის , სტრიების და წვრილი ნაოჭების სამკურნალოდ., სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე.

აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავების და აღდგენის პროცესს კანში. ამ თავაკთან ერთად შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი ასევე ავტომატური რეჟიმების გამოყენება. ამ თავაკის გამოსაყენებლად ჩართეთ მოწყობილობა. ამის შემდეგ , დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს ორჯერ ზედიზედ. ეკრანზე გამოჩნდება წარწერა Sr. ჩამოაცვით სარკისებრი თავაკი ძირითად თავაკს. აირჩიეთ რეჟიმი და დაიწყეთ გამოყენება.

პროცედურების ხანგრძლივობა და ჩატარების გრაფიკი:

პროცედურა შედგება სამჯერადი დასხივებისგან . კანის გარკვეულ უბანზე აპარატის ერთხელ დასხივების შემდგომ ისევ მიუბრუნდით საწყის უბანს მეორედ და მესამედ . არ დაასხივოთ აპარატი ერთი და იმავე უბანზე 3-ჯერ ზედიზედ . ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება ან გაღიზიანება.
რაც უფრო მაღალია არჩეული სიმძლაბრე, მით უკეთესია შედეგი .

აპარატის გამოყენება სასურველია დაიწყოთ დაბალი პირველი ან მეორე სიმძლავრით  ( ერთი ან ორი დანაყოფი ეკრანზე). მას შემდეგ , რაც კანი შეეჩვევა სხივს შეგვიძლით სიმძლავრის მაჩველებელი გაზარდოთ 3-5 – მდე ( 3 – 5 დანაყოფი ეკრანზე).
აპარატის გამოყენების შემდგომ კანი შესაძლოა იყოს ოდნავ შეწითლებული და გქონდეთ ქავილის შეგრძნება . ეს ნორმალურია. მსგავსი დისკომფორტი , როგორც წესი , მალე გაივლის .

თუ გაქვთ ქავილი ან სიწითლე , დაელოდეთ , რომ ის გაქრეს და  შემდგომ კანზე  სურვილისამებრდაიტანეთ დამამშვიდებელი კრემი, ემულსია ან ჟელე ( მაგალითად პანთენოლით).

პროცედურების გაკეთების ინტერვალები დამოკიდებულია თმის სიხშირეზე ამა თუ იმ უბანზე . სხვადასხვა უბანზე შედეგი შესაძლოა განსხვავებული იყოს. კარგი შედეგის მისაღწევად პროცედურები უნდა ჩაიტაროთ შემდეგი გარაფიკით:

პირველი 4 კვირის მანძილზე კვირაში 2-3 ჯერ თმის 75 % -ზე მეტი იწყებს ცვენას
5-6 კვირა კვირაში 2-ჯერ უფრო მეტი თმის ცვენა და ახალი თმის ზრდის შეწყვეტა
7-8 კვირა კვირაში ერთხელ თმის დასუსტება და აღარანაირი რეაქცია კანზე
8 კვირა + თვეში ერთხელ საჭიროებისამებრ

 გაითვალისწინეთ , რომ შედეგი დამოკიდებულია აპარატის სწორ გამოყენებაზე და ზემოთ მოცემული გრაფიკის დაცვაზე!!!

გვეწვიეთ Facebook-ზე

დაათვალიერეთ სხვა პროდუქტები