fbpx

კისრის მასაჟორი

330.00

კისრის პორტატული მასაჟორი  შექმნილია ადამიანის ფიზიოლოგიისა და ანატომიის გათვალისწინებით . აპარატს გააჩნია რამოდენიმე ფუნქცია: სითბური  და 3 სხვადასხვა სახის მასაჟის.

აპარატის უპირატესობები:
  •  ხსნის დაჭიმულობას კისრის არეში;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • აუმჯობესებს ძილის ხარისხი
  • ხსნის სტრესს და დაძაბულობას
  • შექმნილია საუკეთესო ნატურალური მასალისგან
  • მისი წონაა 200 გ
ტექნიკური მონაცემები:
  • მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი ;
  • ბრენდი:MEDICPED
  • სერტიფიკატები: CE, ISO; 
  • თერაპიული ეფექტი:  მასაჟი , სითბური ეფექტი
  • გამოყენება: ინდივიდუალური მოხმარებისთვის.
  • სიმძლავრე: 5 W

გარანტია: 1 წელი

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 591904011 ;

გაზიარება:

Share on facebook
Share on whatsapp
Share on google
Share on twitter
Share on email
მოხმარების წესები:

მოხმარებამდე დაისველეთ კისრის მიდამო ( ის ადგილი სადაც მოათავსებთ აპარატს) სველი ნაჭრით. შემდეგ მოათავსეთ აპარატი კისერზე. მჭიდროდ მიაბჯინეთ ელექტროდი კანს. შეარჩიეთ სწორი პოზიცია მასაჟორისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ შესაბამისი ფუნქცია და სიმძლავრე.

ავტომატური გათიშვის ფუნქცია:

– აპარატის გამოყენება რეკომენდებულია 15 წუთის განმავლობაში (დღეში არაუმეტეს 30 წუთისა) . 15 წუთის შემდგომ აპარატი ავტომატურად ითიშება.
–  როდესაც აპარატი არ არის მჭიდროდ დაკავშირებული კანის ზედაპირთან, იგი 3 წუთში ავტომატურად გაითიშება.

როდესა აპარატი დასატენია

როდესაც აპარატის ელემენტი დამჯდარია, აპარატზე არებული ლურჯი ნათება იწყებს ციმციმს. როდესაც აპარატი იტენება ციმციმებს მწვანე ფერის ნათურა. ხოლო, როდესაც მწვანე ფერის ნათურა მუდმივად ანათებს ეს იმის მანიშნებელია, რომ აპარატი სრულად დაიტენა.
სახიფათოა:

არასდროს გამოიყენოთ აპარატი შემდეგ ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად:
1. გულის ელექტროკარდიოსტიმულატორთან ან სხვა სამედიცინო იმპლანტთან ერთად.
2. ხელოვნური გულის და ფილტვების ან სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მოწყობილობებთან ერთად.
3.ელექტრო კარდიოგრამის დანადგრათან ან სხვა სამედიცინო დანადგართან ერთად.

გაფრთხილება:
  1. როდესაც პიროვნება მოიხმარს მაღარი სიხშირის სამედიცინო მოწყობილობას და ამ აპარატს ერთდროულად, შესაძლოა აპარატი დაზიანდეს და გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
  2. როდესაც მასაჟორი გამოიყენება მოკლეტალღური ან მიკროტალღური აპარატის სიახლოვეს (1მ) , ამან შესაძლოა გამოიწვიოს აპარატის არასტაბილური მუშაობა.
  3. ელექტროდი უნდა მოარიდოთ ჭრილობასთან და ნაიარევთან კონტაქტს
  4. როდესაც გამოიყენებთ მასაჟორს არ მოათავსოთ ელექტროდი გულმკერდის არეზე, ამან შესაძლოა გაზარდოს გულის ფიბრილაციის რისკები
  5. მასაჟორის გამოყენება რეკომენდებულია 1 ადამიანისთვის. თუკი აპარატს მოიხმარს რამოდენიმე პიროვნება, გაწმინდეთ ელექტროდები გამოყენებამდე
  6. მასაჟორის მოხმარებისას მჭიდროდ მიაბჟინეთ ელექტროდები კანის ზედაპირს
  7. აპარატს გააჩნია სითბური ეფექტის ფუნქცია . ამ ფუნქციის დიდი ხნით გამოყენებამ ( 15 წუთზე მეტი ) შესაძლოა გამოიწვიოს მცირედი დამწვრობა
  8. თუკი აპარატის გამოყენებისას თავს იგრძნობთ შეუძლოთ , შეწყვიტეთ აპარატის გამოყენება და ეწვიეთ ექიმს
  9. არ გამოიყენოთ აპარატი თუკი ელექტროდების ზედაპირი არის დაზიანებული
  10. არ შეაკეთოთ აპარატი თვითნებურად
  11. თუკი აპარატის გამოყენების დროს თავს გრძნობთ შეუძლოთ შეწყვიტეთ აპარატის გამოყენება
  12. თუკი გსურთ შეცვალოთ აპარატის პოზიცია ან გსურთ აპარატი გამოიყენოს სხვა პიროვნებამ, აპარატის გამოძრავებამდე გამორთეთ იგი, რათა თავიდან აიცილოთ დენის დარტყმა.
  13. თუკი ატყობთ, რომ აპარატი მწყობრიდან არის გამოსული დაუყოვნებლივ გათიშეთ აპარატი და დაუკავშირდით მომწოდებელს
  14. აპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისთვის
  15. არ გამოიყენოთ მასაჟორი იქ სადაც მაღალი ტენიანობაა ან ბანაობის დროს
  16. არ გამოიყენოთ მასაჟორი ძილის დროს
  17. აპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული საჭის მართვის დროს . შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული დისკომფორტი, რამაც შეიძლება სახიფათო გახადოს თქვენი გადაადგილება
  18. არ გაიჩეროთ ელექტროდი დაზიანებულ კანზე დიდი ხნის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ანთება
  19. აპარატის გამოყენებისას არ გამოიყენოთ სამკაულები, რათა არ შეეხოს ელექტროდს და არ მოხდეს სხეულზე დენის გადაცემა
  20. არ გაიჩეროთ აპარატი ერთ და იგივე ადგილას დიდი ხნის განმავლობაში ( 30 წუთზე მეტი) ამან შესაძლოა გამოიწვიოს კუნთის გადაღლა                                                                                                                                                                   როდესაც აპარატი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში, აპარატის ზედაპირი გახურდება, რაც ნორმალურია.       ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს აპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური დისკომფორი ან რაიმე სახის დარღვევა
    1. როდესაც პიროვნება იმყოფება სამედიცინო მკურნალობის ქვეშ
    2. თუკი პიროვნებას აღენიშნება გულისა და თავის ტვინის პათოლოგიები
    3. როდესაც პიროვნებას აღენიშნება სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტი.
    4. პიროვნება ინფექციური დაავადებებით
    5. თუკი პიროვნებას აღენიშნება კანის შეგრძნებების დაქვეითება ან კანის პათოლოგიები
    6. თუკი პიროვნებას აღენიშნება სისხლის წნევის პათოლოგიები
    7. დიაბეტის დროს
    8. თუკი პიროვნებას არენიშნება კანის ალერგია უჟანგავი რკინისადმი

     აპარატის გამოყენება აკრძალულია

    1. ავთვისებიანი სიმსივნე
    2. თუკი პიროვნება მიდრეკილია სისხდენისადმი
    3. ორსული და მწოლიარე ქალბატონის შემთხვევაში
    4. მწვავე ჩირქოვანი ანთების დროს
    5. თუკი პიროვნებას აქვს მეტალის იმპლანტი
    7. გულთან ახლოს

აპარატის გამოყენება რეკომენდებულია 16+ ასაკის ადამიანებისთვის

გვეწვიეთ Facebook-ზე