fbpx

პორტატული კისრის მასაჟორი

280.00

კისრის პორტატული მასაჟორი 3 ერთში შექმნილია ადამიანის ფიზიოლოგიისა და ანატომიის გათვალისწინებით . აპარატს გააჩნია რამოდენიმე ფუნქცია: სითბური  და 3 სხვადასხვა სახის მასაჟის. 

აპარატის უპირატესობები:

 

  • ხსნის დაჭიმულობას კისრის არეში; 
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • აუმჯობესებს ძილის ხარისხი
  • ხსნის სტრესს და დაძაბულობას
  • შექმნილია საუკეთესო ნატურალური მასალისგან
  • მისი წონაა 200 გ

ტექნიკური მონაცემები:

 

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
ბრენდი:MEDICPED
სერტიფიკატები: CE, ISO; 
თერაპიული ეფექტი:  მასაჟი , სითბური ეფექტი
გამოყენება: ინდივიდუალური მოხმარებისთვის.             
სიმძლავრე: 5 W
გარანტია: 1 წელი

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელ: 591904011

გაზიარება:

Share on facebook
Share on whatsapp
Share on google
Share on twitter
Share on email

კისრის მასაჟორი

1.ელექტროდი
2. USB ადაპტერი
3. ჩამრთველი ღილაკი
4. სითბური ეფექტის ღილაკი
5. რეჟიმის შემცვლელი ღილაკი
6. სიმძლავრის მომატების ღილაკი
7. სიმძლავრის დაკლების ღილაკი

მოხმარების წესები:


1. მოხმარებამდე დაისველეთ კისრის მიდამო ( ის ადგილი სადაც მოათავსებთ აპარატს) სველი ნაჭრით. შემდეგ მოათავსეთ აპარატი კისერზე. მჭიდროდ მიაბჯინეთ ელექტროდი კანს. შეარჩიეთ სწორი პოზიცია მასაჟორისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ აპარატი და აირჩიეთ შესაბამისი ფუნქცია და სიმძლავრე.

2.აპარატის ჩასართავად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს  (N3 ღილაკი სურათზე) 2 წამის განმავლობაში, რომელიც მოთავსებულია მასაჟორზე. ამის შემდგომ აირჩიეთ სასურველი ფუნქცია და სიმძლავრე.

აპარატის გამოსართავად კვლავ დააჭირედ ჩართვის ღილაკს პულტზე (N3 ღილაკი სურათზე) 2 წამის განმავლობაში. ხმოვანი სიგნალის შემდეგ აპარატი გამორთულია.

3. სასურველი ფუნქციის ( ნემსით თერაპიის ფუნქცია, დარტყმითი ეფექტის ფუნქცია, მასაჟის ფუნქცია) ასარჩევათ დააჭირეთ (M) ღილაკს ( N5 ღილაკი სურათზე) პულტზე. აპარატს გააჩნია 3 სხვადასხვა ფუნქცია. (M) ღილაკზე დაჭერისას გაიგებთ ხმოვან სიგნალს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფუნქცია შეიცვალა.ფუნქციის ყოველი ცვლილების დროს სიმძლავრე უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

4. სიმძლავრის არჩევა:

4.1 „+“ ღილაკი პულტზე არის სიმძლავრის მომატების ღილაკი. ყოველი დაწერისას აპარატი გამოსცემს ხმოვან სიგნალს, რაც იმის მანიშნებელია, რომ სიმძლავრე მოიმატა. სიმძლავრე დაყოფილია 15 ერთეულად. „+“ ღილაკზე ყოველი დაჭერისას სიმძლავრე იმატებს 1 ერთეულით. როდესაც სიმძლავრე მაქსიმალურ მაჩვენებელზეა  „+“  ღილაკზე დაჭერისას აპარატი გამოსცემს 2 ხმოვან სიგნალს .

4.2 „-“  ღილაკი პულტზე არის სიმძლავრის დაკლების ღილაკი. ყოველი დაჭერისას აპარატი გამოსცემს ხმოვან სიგნალს, რაც იმის მანიშნებელია, რომ სიმძლავრემ დაიკლო . სიმძლავრე დაყოფილია 15 ერთეულად. „-“ ღილაკზე ყოველი დაჭერისას სიმძლავრე იკლებს 1 ერთეულით. როდესაც სიმძლავრე მინიმალურ მაჩვენებელზეა (0) ,   „-“  ღილაკზე დაჭერისას აპარატი გამოსცემს 2 ხმოვან სიგნალს .

5. სითბური ეფექტი:


5.1  სითბური ეფექტის ჩასართავად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს (N4 ღილაკი სურათზე) . ღილაკზე დაჭერისას აპარატი გამოსცემს ხმოვან სიგნალს, რაც იმის მანიშნებელია, რომ სითვური ეფექტი ჩაირთო.
5.2 სითბური ეფექტის გამოსართავად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს (N4 ღილაკი სურათზე) . ღილაკზე დაჭერისას აპარატი გამოსცემს ხმოვან სიგნალს, რაც იმის მანიშნებელია, რომ სითვური ეფექტი გამოირთო.

6. ავტომატური გათიშვის ფუნქცია:


6.1 აპარატის გამოყენება რეკომენდებულია 15 წუთის განმავლობაში (დღეში არაუმეტეს 30 წუთისა) . 15 წუთის შემდგომ აპარატი ავტომატურად ითიშება.
6.2 როდესაც აპარატი არ არის მჭიდროდ დაკავშირებული კანის ზედაპირთან, იგი 3 წუთში ავტომატურად გაითიშება.

7. როდესა აპარატი დასატენია


7.1
 როდესაც აპარატის ელემენტი დამჯდარია, აპარატზე არებული ლურჯი ნათება იწყებს ციმციმს. როდესაც აპარატი იტენება ციმციმებს მწვანე ფერის ნათურა. ხოლო, როდესაც მწვანე ფერის ნათურა მუდმივად ანათებს ეს იმის მანიშნებელია, რომ აპარატი სრულად დაიტენა.
სახიფათოა:

არასდროს გამოიყენოთ აპარატი შემდეგ ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად:
1. გულის ელექტროკარდიოსტიმულატორთან ან სხვა სამედიცინო იმპლანტთან ერთად.
2. ხელოვნური გულის და ფილტვების ან სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მოწყობილობებთან ერთად.
3.ელექტრო კარდიოგრამის დანადგრათან ან სხვა სამედიცინო დანადგართან ერთად.

გაფრთხილება:
  • როდესაც პრივონება მოიხმარს მახარი სიხშირის სამედიცინო მოწყობილობას და ამ აპარატს ერთდროულად, შესაძლოა აპარატი დაზიანდეს და გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
  • როდესაც მასაჟორი გამოიყენება მოკლეტალღური ან მიკროტალღური აპარატის სიახლოვეს (1მ) , ამან შესაძლოა გამოიწვიოს აპარატის არასტაბილური მუშაობა.
  • ელექტროდი უნდა მოარიდოთ ჭრილობასთან და ნაიარევთან კონტაქტს
  • როდესაც გამოიყენებთ მასაჟორს არ მოათავსოთ ელექტროდი გულმკერდის არეზე, ამან შესაძლოა გაზარდოს გულის ფიბრილაციის რისკები
  • მასაჟორის გამოყენება რეკომენდებულია 1 ადამიანისთვის. თუკი აპარატს მოიხმარს რამოდენიმე პიროვნება, გაწმინდეთ ელექტროდები გამოყენებამდე
  • მასაჟორის მოხმარებისას მჭიდროდ მიაბჟინეთ ელექტროდები კანის ზედაპირს
  • აპარატს გააჩნია სითბური ეფექტის ფუნქცია . ამ ფუნქციის დიდი ხნით გამოყენებამ ( 15 წუთზე მეტი ) შესაძლოა გამოიწვიოს მცირედი დამწვრობა
  • თუკი აპარატის გამოყენებისას თავს იგრძნობთ შეუძლოთ , შეწყვიტეთ აპარატის გამოყენება და ეწვიეთ ექიმს
  • ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს აპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური დისკომფორი ან რაიმე სახის დარღვევა
    როდესაც პიროვნება იმყოფება სამედიცინო მკურნალობის ქვეშ
    2. თუკი პიროვნებას აღენიშნება გულისა და თავის ტვინის პათოლოგიები
    3. როდესაც პიროვნებას აღენიშნება სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტი.
    4. პიროვნება ინფექციური დაავადებებით
    5. თუკი პიროვნებას აღენიშნება კანის შეგრძნებების დაქვეითება ან კანის პათოლოგიები
    6. თუკი პიროვნებას აღენიშნება სისხლის წნევის პათოლოგიები
    7. დიაბეტის დროს
    8. თუკი პიროვნებას არენიშნება კანის ალერგია უჟანგავი რკინისადმი
  • ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს აპარატის გამოყენება აკრძალულია

    ავთვისებიანი სიმსივნე
    2. თუკი პიროვნება მიდრეკილია სისხდენისადმი
    3. ორსული და მწოლიარე ქალბატონის შემთხვევაში
    4. მწვავე ჩირქოვანი ანთების დროს
    5. თუკი პიროვნებას აქვს მეტალის იმპლანტი
    7. გულთან ახლოს

  • არ გამოიყენოთ აპარატი თუკი ელექტროდების ზედაპირი არის დაზიანებული
  • არ შეაკეთოთ აპარატი თვითნებურად
  • გახსოვდეთ:
  • თუკი აპარატის გამოყენების დროს თავს გრძნობთ შეუძლოთ შეწყვიტეთ აპარატის გამოყენება
  • თუკი გსურთ შეცვალოთ აპარატის პოზიცია ან გსურთ აპარატი გამოიყენოს სხვა პიროვნებამ, აპარატის გამოძრავებამდე გამორთეთ იგი, რათა თავიდან აიცილოთ დენის დარტყმა.
  • თუკი ატყობთ, რომ აპარატი მწყობრიდან არის გამოსული დაუყოვნებლივ გათიშეთ აპარატი და დაუკავშირდით მომწოდებელს
  • აპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისთვის
  • არ გამოიყენოთ მასაჟორი იქ სადაც მაღალი ტენიანობაა ან ბანაობის დროს
  • არ გამოიყენოთ მასაჟორი ძილის დროს
  • აპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული საჭის მართვის დროს . შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული დისკომფორტი, რამაც შეიძლება სახიფათო გახადოს თქვენი გადაადგილება
  • არ გაიჩეროთ ელექტროდი დაზიანებულ კანზე დიდი ხნის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ანთება
  • აპარატის გამოყენებისას არ გამოიყენოთ სამკაულები, რათა არ შეეხოს ელექტროდს და არ მოხდეს სხეულზე დენის გადაცემა
  • არ გაიჩეროთ აპარატი ერთ და იგივე ადგილას დიდი ხნის განმავლობაში ( 30 წუთზე მეტი) ამან შესაძლოა გამოიწვიოს კუნთის გადაღლა
  • როდესაც აპარატი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში, აპარატის ზედაპირი გახურდება, რაც ნორმალურია
  • აპარატის გამოყენება რეკომენდებულია 16+ ასაკის ადამიანებისთვის

გვეწვიეთ Facebook-ზე

დაათვალიერეთ სხვა პროდუქტები