fbpx

კუნთების მასაჟორი

280.00

არ არის მარაგში

მოწყობილობა გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ღრმა მასაჟისთვის, რელაქსაციისთვის. ხსნის კუნთების დაჭიმულობას და ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუნთოვან ქსოვილში, ავარჯიშებს კუნთს.

უპირატესობები: 

  • 20 სიჩქარიანი მაღალი სიხშირის ვიბრაცია;
  • 4 სახეობის თავაკი განკუთვნილი სხვადასხვა ჯგუფის კუნთებისთვის;
  • მსუბუქი და ძლიერი  მასაჟის რეჟიმები;
  • სწრაფად ხსნის კუნთების დაძაბულობას და ტკივილს;
  • რძემჟავას სწრაფი გამოდევნა კუნთებიდან;
  • 48 მმ მძლავრი მოტორი
  • 3500 ბრუნვითი სიხშირე / წთ
  • HD, LCD, TOUCH – კონტროლი;

ტექნიკური მონაცემები:

მწარმოებელი ქვეყანა : ჩინეთი
ბრენდი: MEDICPED
ტექნოლოგია: ვიბრაციული მასაჟი;
გამოყენება : სახლის პირობებში
სერტიფიკატები: CE , ISO, RoHS, FC
ფუნქციები: კუნთების ღრმა მასაჟი
სიმძლავრე :3500 ბრ/წთ
ფერი : შავი
გარანტია : 1 წელი

აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 591904011

 

ფასდაკლება!

გაზიარება:

Share on facebook
Share on whatsapp
Share on google
Share on twitter
Share on email

ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!

უკუჩვენებები ანუ აპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ :

  • ორსულობა, დიაბეტი, გულის დაავადებები,მაღალი სიცხე, ინფექციური დაავადებები,სიმსივნე,ღია ჭრილობა გამოყენების ადგილზე,მაღალი ან ძალიან დაბალი წნევის დროს, კარდიოსტიმულატორი,ხელოვნური გული ან ფილტვი, კანის დაავადება გამოყენების ადგილზე, დამწვრობა ( მათ შორის მზისგან მიღებული), ეპილეპსია,შაკიკი , სპონდილოზი, სპონდილოლისთეზი, ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი, ახალი ნაოპერაციები , ხელოვნური სახსრის არეში, მეტალის ინპლანტები.
  •  16 წლამდე ასაკში გამოიყენება უფროსების ზედამხედველობის ქვეშ;

მოწყობილობის დამუხტვა:

  • მანამ სანამ პირველად მოიხმართ მოწყობილობას, რეკომენდებულია, რომ სრულად დამუხტოთ იგი 6 საათის განმავლობაში
  • მოწყობილობის დასამუხტად შეაერთეთ იგი დენის წყაროში.
  • მას შემდეგ, რაც აპარატი შეერთებულია დენის წყაროში მის პანელზე არსებული მწვანე ნათება იწყებს ციმციმს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოწყობილობა იტენება.
  • მას შემდეგ, რაც ნათება შეწყვეტს ციმციმს და მუდმივი ნათების რეჟიმში გადავ ეს იმის მანიშნებელია, რომ მოწყობილობა სრულად დაიმუხტა
  • არ არის რეკომენდებული, რომ მოწყობილობა სრულად დაჯდეს ( როდესაც იგი ანათებს წითელ ნათებას)
  • მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობა საშუალოდ 2+ საათია. დამოკიდებულია თუ რამხელა სიმძლავრეზე მუშაობს მოწყობილობა.

გამოყენების წესები

  • გადაწიეთ ჩართვის ღილაკი, რომელიც მოთავსებულია აპარატის ძირზე
  • დააჭირეთ ჩართვის ღილაკს დისპლეიზე (მანათობელ ეკრანზე)
  • „+“ და „-„ ღილაკებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ სიმძლავრე
  • მოწყობილობის გამოსართავად კვლავ დააჭირეთ ჩართვის ღილაკს
  • მოწყობილობაზე თავაკების ცვლილება ხდება გამორთულ მდგომარეობაში

მოწყობილობის გასუფთავება და შენახვა :

  • მოწყობილობის გასასუფთავებლად გამოიყენეთ ოდნავ დასველებული, ნამიანი ნაჭერი და გაამშრალეთ იგი მშრალი, რბილი ქსოვილისგან დამზადებული ნაჭრით
  • მოწყობილობის შესანახად და მგზავრობის დროს გამოიყენეთ მოწყობილობისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩანთა.

უსაფრთხოება :

  • მოარიდეთ მოწყობილობა წყალთან და სხვადასხვა სითხეებთან კონტაქტს.
  • მოარიდეთ სიმხურვალის წყაროს. მოწყობილობის სავინტილაციო ჭრილები მოარიდეთ მტვერს და სხვადასხვა სახის დამაბინძურებლებს
  • არ გამოიყენოთ მოწყობილობა 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. 1 საათის შემდეგ დაასვენეთ მოწყობილობა 30 წუთის განმავლობა მომდევნო მოხმარებამდე
  • დამუხტვის შემდეგ გამოაერთეთ აპარატი დენის წყაროდან
  • გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის.
  • არ გამოიყენოთ ტრამვის დროს ( მიმართეთ ექიმს)
  • მოწყობილობა გამოიყენეთ მხოლოდ მშრალ კანზე. არაუმეტეს 60 წამისა ერთ ზონაზე
  • მოწყობილობა გამოიყენეთ სხეულის მხოლოდ რბილ მიდამოებში. არ გამოიყენოთ ძვლის, თავის ქალის ან სხვა მყარ ზონებზე
  • ხშირად შეამოწმეთ დამუშავებული ზონები და შეწყვიტეთ მოწყობილობის მოხმარება თუკი იგრძნობ რაიმე სახის დისკომფორტს ან ტკივილს. დისკომფორტი შესაძლოა იგრძნოთ ნებისმიერი სიმძლავრის შემთხვევაში.