ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გამოყენების წესებს და უკუჩვენებებს!
შემადგენლობა:
- ძირითადი მოწყობილობა;
- სადგამი;
- დამტენი;
უკუჩვენებები ანუ აპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ : გულის დაავადებები,მაღალი სიცხე, ინფექციური დაავადებები,სიმსივნე,ღია ჭრილობა გამოყენების ადგილზე,მაღალი ან ძალიან დაბალიწნევის დროს, კარდიოსტიმულატორი,ხელოვნური გული ან ფილტვი,კანის დაავადება გამოყენების ადგილზე,დამწვრობა ( მათ შორის მზისგან მიღებული).
უსაფრთხოების წესები :
- მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
- ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
- მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში.
- სრულად დატენვის შემდეგ გამოაერთეთ ქსელიდან;
- აპარატის სადგამი არ არის წყალგამძლე, მოარიდეთ დასველებას;
- მოარიდეთ ბავშვებს ;
გამოყენების წესები:
- დატენეთ აპარატი 3 საათის მანძილზე პირველი გამოყებნების წინ. დაუკავშირეთ იუესბი კაბელი სადგამს და ჩადეთ მოწყობილობა სადგამში.(გამოსახულება იხილეთ ინგლისურ ინსტრუქციაში).
- გასუფთავებულ სახის კანზე დაიტანეთ შრატი , ემულსია ან თხელი კონსისტენციის მქონე სახის საცხი. ( მშრალ კანზე აპარატი არ იხმარება).
- დაჭირეთ თითი ერთხელ ჩამრთველ ღილაკს ( ზედა ღილაკი წარწერით Power) . ჩაირთვება წითელი შუქი და პირველი სიმძლავრე.
- ჩამრთველ ღილაკზე რამდენჯერმე დაჭერით შეგიძლიათ აუწიოთ ან დაუწიოთ სიმძლავრეს. შეარჩიეთ თქვენი კანისთვის კომფორტული სიმძლავრე. გაითვალისწინეთ , რომ აპარატს არ აქვს ვიბრაცია. ასევე ვერაფერს იგრძნობთ თუ კანი იქნება მშრალი. მაღალ სიმძლავრეზე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გქონდეთ კანში დენის გავლის მაგვარი შეგრძნებები, ეს ნორმალურია და არ არის საზიანო. თუ ეს შეგრძნება იწვევს დისკომფორტს – ჩაუწიეთ სიმძლავრეს. ასევე აპარატი გამოყოფს სითბურ ენერგიას.
- მჭიდროდ მიადეთ აპარატის მეტალის თავაკები კანს და ნელი მოძრაობებით გააცურეთ აპარატი კანზე ქვემოდამ ზემოთ და შიგნიდან გარეთ,
აპარატს აქვს ტაიმერი და 10 წუთის შემდეგ ის გაითიშება ავტომატურად.
სასურველია გამოიყენოთ აპარატი კვირაში 3-ჯერ 10 წუთის მანძილზე. აპარატის გამოყენების წინ დაიტანეთ თხელი კონსისტენციის მქონე შრატი . აპარატის გამოყენებისას კანი არ უნდა იყოს მშრალი!
შუქდიოდური( LED) ნათების თერაპიული ეფექტი
რეჟიმი 1 ( დააჭირეთ ღილაკს LED ერთხელ) – წითელი ნათება . აღადგენს კოლაგენის სტრუქტურა. გამოიყენება ნაოჭების გასასწორებლად და კანის ელასტიურობის აღსადგენად.
რეჟიმი 2 ( დააჭირეთ ღილაკს LED ორჯერ) – მწვანე ნათება. გამოიყენება ლაქების მოსაშორებლა ან გაუფერულებული ლაქებისთვის.
რეჟიმი 3. (დააჭირეთ ღილაკს LED სამჯერ ) – ლურჯი ნათება. გამოიყენება ჩირქოვანი გამონაყარის და ცხიმიანი კანის სამკურნალოდ.
რეჟიმი 4. (დააჭირეთ ღილაკს LED ოთხჯერ ) – ყვითელი ნათება გამოიყენება კანის ჯანსაღი ფერის აღსადგენად.
რეჟიმი 5. (დააჭირეთ ღილაკს LED ხუთჯერ ) – გამოიყენება კანის გასათეთრებლად.
რეჟიმი 6 . (დააჭირეთ ღილაკს LED ექვსჯერ ) – მოციმციმე ვარდისფერი ნათება. გამოიყენება სახის მოვლის საშუალებების კანის სიღრმეში შესაყვანად.
ნათების რეჟიმის გამოსართავად დააჭირეთ ღილაკს LED.