ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა საექსპლუატაციო წესების დარღვევის, არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!
შემადგენლობა :
- აპარატი – 1 ცალი;
- იუესბი კაბელი – 1 ცალი;
- სამგზავრო ჩანთა – 1 ცალი ;
ღილაკები და რეჟიმები :
- Power button : ჩამრთველი ღილაკი აპარატის ჩასართავად დააჭირეთ ღილაკს რამდენიმე წამი. უმოქმედობის შემთხვევაში 2 წუთის შემდეგაპარატი გაითიშება თავისით .
- Clean button : დააჭირეთ ღილაკს რამდენიმე წამი . სიმძლავრის მოსამატებლად დააჭირეთ რამდენჯერმე.
ამ რეჟიმში გაერთიანებულია EMS – თერაპია + ულტრაიისფერი ნათება + პოზიტიური იონოთერაპია + უწყვეტი ვიბრომასაჟი. გამოიყენება აკნეს ( ჩირქოვანი გამონაყარის) სამკურნალოდ , მაკიაჟის მოსაცილებლად და სახის კუნთების ვიბრომასაჟისთვის.
- Moisture button : დააჭირეთ ღილაკს რამდენიმე წამი . სიმძლავრის მოსამატებლად დააჭირეთ რამდენჯერმე.
ეს რეჟიმი უზრუნველყოფს ღრმა დატენიანების ეფექტს . აერთიანებს : RF – თერაპიას + წითელი შუქდიოდური ნათება + წყვეტილ ვიბრომასაჟს.
- Face lifting button – დააჭირეთ ღილაკს რამდენიმე წამი . სიმძლავრის მოსამატებლად დააჭირეთ რამდენჯერმე.
ეს რეჟიმი აერთიანებს: RF – თერაპიას + EMS – თერაპიას + წყვეტილ ვიბრომასაჟს.
თერაპიული ეფექტი:
- EMS – თერაპია . ხდება კუნთების სტიმულაცია , გამკვრივება . ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას , ამცირებს შეშუპებას. ამ რეჟიმის გამოყენების 1 წუთი უდრის ხელით კუნთების მასაჟის 20 წთ – ს.
- RF – თერაპიას . აქვს ლიფთინგის ( კანის გამკვრივების) ეფექტი . რადიოსიხშირული ტალღები აღწევს კანის ღრმა შრეებში , აღადგენს კოლაგენის ბოჭკოების სტრუქტურას , ასევე ააქტიურებს მათ გამომუშავებას და ხელს უწყობს ახალი კონაგენის ბოჭკოების დაგროვებას კანში .
- წითელი შუქდიოდური ნათება – გამოყოფილი ენერგია აღწევს 6 -8 მმ- ის სიღრმეზე . იწვევს ფობრობლასტების ( კოლაგენის წინამორბედი უჯრედი) გააქტიურებას , აწესრიგებს ლიმფური სისტემის მუშაობას , ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას , ზრდის კანის ელასტიურობას . აშორებს ლაქებს , ქვედა ქუთუთოს სიმუქეს და შეშუპებას. ატენიანებს კანის ღრმა ფენებს , ამცირებს ფორებს. კანი ხდება გლუვი და ელასტიური.
- ულტრაიისფერი ლურჯი ნათება – გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი. ამშვიდებს კანს , არეგულირებს ცხიმის გამოყოფას , აწესრიგებს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
- ვიბრაცია – შეადგენს დაახლოებით 9500 ბრუნვით სიხშირეს წუთში ( 9500 rpm ) ამცირებს ნაოჭებს , კანის ცხიმიანობას , ასუფთავებს ფორებს.
- პოზიტიური იონები : ღრმად ასუფთავებს კანს და ფორებს. აუმჯობესებს უჯრედების კვების პროცესს , არბილებს ძველ კერატინს . კანს ხდის უფრო ელასტიურს და გლუვს.
მოხმარების წესები:
ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
1 . აპარატის გამოყენების წინ აუცილებლად დაიტანეთ მალამო ( უმჯობესია იყოს თხელი კონსისტენციის , მაგალითად ემულსია ან ჟელე ).
2. არ გააჩეროთ დიდხანს ერთ ადგილზე, ამოძრავეთ წრიული მოძრაობებით მარცხნიდან მარჯვნივ , ქვემოდან ზემოთ ან შიგნიდან გარეთ მიმართულებებით.( მიმართულებები შეგიძლიათ იხილოთ თანდაყოლილ ინგლისურ ინსტრუქციაში);
3 . კანის გასასუფთავებლად შეგიძლიან აპარატს თავზე წამოაცვათ მაკიაჟის მოსაშორებელი სველი ხელსახოცი და დააფიქსიროთ მაგნიტით ( მრგვალი რგოლი აპარატის თავზე, რომელიც მარტივად ეხსნება ); ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ლურჯი ნათების რეჟიმი ;
4 . კანის ღრმა დატენიანებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ნაჭრის ნიღბები გაჟერებული კოლაგენით , ჰიალურონის მჟავით და ა.შ ამ შემთვევაში ზედ ნიღაბზე გადაატარეთ წითელი ნათების რეჟიმი.
ყურადღება !
აპარატის გამოყენებისას შესაძლოა იგრძნოთ გათბობის და წვის შეგრძნება . თუ ეს იწვევს დისკომფორტს დაიმატეთ მალამო, ჩაუწიეთ სიმძლავრეს ან უფრო სწრაფად ამოძრავეთ აპარატის თავი წრიული მოძრაობებით.
აპარატის გამოყენება არ შეიძლება :
- ღია ჭრილობაზე ;
- თუ გაქვთ სიმსივნური წარმონაქმნები აპარატის მოხმარების ადგილზე ;
პირველ შედეგს აპრატის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში ან 2-3 კვირაში მიიღებთ. შესამჩნევი ეფექტი მიიღწევა აპარატის გამოყენებიდან რამოდენიმე თვეში ( დამოკიდებულია კანის პრობლემასა და მდგომარეობაზე) .
შენახვის წესები :
- ყოველი გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გაასაუფთავეთ აპარატის თავი ანტიბაქტერიული ერთჯერადი სველი ხელსახოცით და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
- გასუფთავებამდე დარწმუნდით , რომ მოწყობილობა არ არის ჩართული ან შეერთებული დენის წყაროსთან ;
- აპარატი განკუთვნილია პერსონალური მოხმარებისთვის. არ არის რეკომენდებული გამოიყენოს რამოდენიმე პიროვნებამ .
ხშირად დაშვებული შეცდომები :
აპარატი არ მუშაობს თუ შეერთებული დენის წყაროსთან
თუ აპარატი არ მუშაობს პირველ რიგში შეამოწმეთ :
- არის თუ არა სრულად დატენილი ელემენტი.
- დარწმუნდით რომ დააჭირეთ ჩამრთველ ღილაკს და დისპლეი ჩაირთო;
- თუ აჭერთ ღილაკს და მოწყობილობა არ ირთვება, დატენეთ აპარატი და თავიდან ჩართეთ ისევ.
- თუ აპარატი უმოქმედოდ არის 2 წუთის მანძილზე ის თავისით ითიშება;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპარატის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე : 595 246246