მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
კომპლექტაცია: ტყავის ქამარი – 1 ცალი; ნასოსი – 1 ცალი ;
ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით!
გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით უკუჩვენებებს და გამოყენების წესებს.
წელის სამკურნალო ქამარი – გამოყენების წესი:
- ჩაფუშეთ ბოლომდე სანამ დაიწყებთ ქამრის გამოყენებას; მოირგეთ კარგად გამოყენების ადგილზე და შეიკარით ;
- მიახრახნეთ ქამრის სანასოსე სარქველი გასაბერი ნასოსის თავს და ფრთხილად აწიეთ ნასოსის საკეტი ქვემოდან ზემოთ .
- გაბერეთ ქამარი ნასოსის ამუშავებით. გაითვალისწინეთ რომ ნასოსის ქვედა მხარეს არის საჰაერო ნახვრეტი, რომლის დახშობის შემთხვევაში ნასოსი არ იმუშავებს.
- ქამრის მოხსნამდე ჩაფუშეთ ის , ჰაერი გამოუშვით ნელ-ნელა! ამისთვის ნასოსის საკეტი დაწიეთ ზემოდან ქვემოთ და ბოლომდე გამოუშვით ჰაერი.
- ქამარი გაბერეთ იმ ზომამდე რომ არ იგრძნოთ დისკომფორტი.
- ქამარი გაბერილ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სიარულის, ჯდომის და წოლის დროს.
- გაბერილ მდგომარეოვაში ქამრის გამოყენება შესაძლებელია 2 – 3 -ჯერ დღეში ( ან უფრო ხშირად საჭიროების შემთხვევაში ) . დაიწყეთ 5 – 10 წუთით და თანდათან გაზარდეთ დრო 30 წუთამდე. მოხმარება დაიწყეთ მინიმალური გაწევის ძალით და დროით. მოწყობილობა გაბერეთ იმ ზომამდე , რომ არ იგრძნოთ დისკომფორტი ! მაქსიმალურად მოადუნეთ კუთები მოწყობილობის გამოყენების დაწყებისას და თანდათან და ნელა გაბერეთ მოწყობილობა. თუ გამოყენებისას იგრძენით დისკომპორტი მოწყობილობა ჩაფუშეთ თანდათან. დაუშვებელია სწრაფი მოხსნა.
- გაუბერავ მდგომარეობაში ქამარი შეგიძლიათ ატაროთ ( როგორც ფიქსატორი) უფრო ხანგრძლივად.
მუშაობის პრინციპი: წელის სამკურნალო ქამარი
ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება ხერხემლის სვეტის მსუბუქი დოზირებული გაწელვა საპირისპირო მიმართულებებით , რაც იწვევს ხერხემალში მალთაშორის სივრცეების გაფართოებას და ამავდროულად ზურგის ტვინიდან გამომავალი მოჭყლეტილი ნერვული ფესვებისა და სისხლძარღვების გამოთავისუფლებას.
უკუჩვენებები:
სადეკომპრესიო ქამრის გამოყენება არ შეიძლება როდესაც გაქვთ შემდეგი დაავადება ან მდგომარეობა:
- მაღალი არტერიული წნევის დროს;
- ნაოპერაციები ხერხემალი ( მათ შორის მალთაშუა დისკის თიაქრის ოპერაცია);
- ხერხემლის სიმსივნე ან ხერხემლის ტუბერკულოზი;
- ხერხემლის სვეტის გართულებული დეფორმაციები (მაგალითად ხერხემლის სვეტის გამრუდება 45 გრადუსზე მეტით);
- ხერხემლის მალთაშუა თიაქრის მწვავე ფორმა სპინალური სტენოზით;
- ხერხემლის მალთაშუა თიაქრის გაძვლოვანება; ხერხემლის სვეტის უკანა გრძივი იოგის გაძვლოვანება;
- გულსისხლძარღვთა მწვავე დაავადებების ( მიოკარდის ინფარქტი , იშემია , ინსულტი) დროს ;
- ოსტეოპოროზის გართულებული ფორმა;
- ორსულობა;
- არ გამოიყენება ბავშვებში;
- ავთვისებიანი სიმსივნე;
- სიხლდენისკენ მიდრეკილება;
- კანის მთლიანობის დაზიანება ქამრის გამოყენების ადგილზე.
- მწვავე რესპირატორული დაავადებები სუნთქვის უკმარისობით;
ყურადღება!
- გთხოვთ გამოიყენოთ მოწყობილობა ზემოთ აღნიშნული წესების მიხედვით, არ გადაამეტოთ გაწევის ძალა და დრო .
- დაუშვებელია მოწყობილობის მთელი ძალით გაგლეჯვა.
- დაბინძურების შემთხვევაში მოწყობილობა შეგიძლიათ გაწმინდოთ წყლით გაჟღენთილი ღრუბლის საშუალებით.
დაუშვებელია მოწყობილობის მთლიანად წყალში მოთავსება და ძალის გამოყენებით გაწმენდა.
- გაყიდული პროდუქცია დაბრუნებას არ ექვემდებარება , თუ ის დაზიანებულია არასწორი გამოყენების გამო.
- წაიკითხეთ გამოყებნების წესები ყურადღებით და მიჰყევით ექიმის მითითებებს.