ძვირფასო მომხმარებელო , მადლობას გიხდით , რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქციით! გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.გაითვალისწინეთ ,რომ საგარანტიო სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ აპარატი მწყობრიდან გამოვა არასწორი ან უხეში გამოყენების გამო!!!
გთხოვთ ასევე იხილოთ ინსტრუქცია ინგლისურ ენაზე ,სადაც განთავსებულია ფოტოები.
კომპლექტაცია: 1. ძირითადი მოწყობილობა – 1 ცალი; 2. იუესბი კაბელი – 1 ცალი ; 3. სამგზავრო ჩანთა – 1 ცალი ;
როდის არ შეიძლება აპარატის გამოყენება : 1. მეტალის პროტეზი გამოყენების ადგილზე ( მაგალითად თვალის , ყურის, ძვლის , სახსრის) : 2. ვენების ან არტერიების პათოლოგია გამოყენების ადგილზე ; 2. ტრომბოფლებიტი ან სისხლის შედედების პრობლემები ( მომატებული პროტრომბინი და ა.შ) ; 3, ორსულობა ;
- არ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით გარდა მოხმარების წესებში მითითებულისა ;
უსაფრთხოების წესები :
- მოარიდეთ დარყმას , ვარდნას;
- ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს , უკუჩვენებებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ აპარატის გამოყენება;
- მოწყობილობა შეინახეთ სუფთა , მშრალ და მყარ ადგილზე. არ შეიძლება აპარატის შენახვა ძალიან ცხელ ან ცივ ადგილებში.
- სრულად დატენვის შემდეგ გამოაერთეთ ქსელიდან;
- მოარიდეთ ბავშვებს ;
ღილაკები და რეჟიმები
- Power ON/OFF – ჩამრთველი ღილაკი;
- buttonRF (radio frequency)Mode – RF ლიფტინგის ჩამრთველი ღილაკი. აქვს სიმძლავრის 2 რეჟიმი;
- CV (cavitation) Mode – კავიტაციის ჩამრთველი ღილაკი . აქვს სიმძლავრის 2 რეჟიმი;
- LED (red & blue light)Mode – წითელი და ლურჯი ნათების ჩამრთველი ღლაკი; აქვს სიმძლავრის 2 რეჟიმი;
- USB chargingport – იუესბი კაბელის შესაერთებელი
RF ლიფტინგის რეჟიმი: მაღალსიხშირული ტალღები 1 მჰც/წთ გამოიყენება კანის გასამკვრივებლად,გასათეთრებლად და წვრილი ნაოჭების გასასწორებლად.
CV ულტრაბგერითი კავიტაციის რეჟიმი – მაღალი სიხშირის 1 მჰც ულტრაბგერითი ტალღა აღწევს ღრმად განლაგებულ კანქვეშა ცხიმის უჯრედებში, შლის ცხიმის მკვრივ მასას- ცელულიტს . ახდენს სხეულის ფორმების კორექციას.
ლურჯი და წითელი შუქდიოდური ნათების რეჟიმი: გამოიყენება კანის ფოტოგაახალგაზრდავებისთვის, ლაქების მოსაცილებლად.
ყოველი რეჟიმი ავტომატურად ითიშება 10 წუთის შემდეგ და გადადის მოცდის 2 წუთიან რეჟიმში, რის შემდეგაც ითიშება ავტომატურად.
მოწყობილობის დატენვის წესები:
- პირველი გამოყენების წინ დატენეთ მოწყობილობა სრულად.
- არ დატენოთ მოწყობილობა ტენიან ადგილზე ( მაგ. აბაზანაში);
- გაასუფთავეთ მოწყობილობის სამუშაო ზედაპირი;
მოწყობილობის გამოყენებამდე უნდა ჩაიტაროთ კანის ალერგიული ტესტი. ამისთვის, მკლავის შიდა ზედაპირზე დაიტანეთ ტანის ჟელე ან ლოსიონი. ჩართეთ ჯერ ღილაკი RF , შემდეგ CV ერთი ნათურით და გადაატარეთ აპარატის სამუშაო ზედაპირი ამ მონაკვეთზე. დააკვირდით 24 საათის განმავლობაში. თუ არ იქნება რაიმე სახის რეაქცია კანის ზედაპირზე (გამონაყარი,სიწითლე , შეშუპება და ა.შ) შეგიძლიათ გააგრძელოთ აპარატის გამოყენება. თუ გამოყენების დროს კანზე გაჩნდება გამონაყარი, ქავილის შეგრძნება ან გაღიზიანება მაშინვე შეწყვიტეთ პროცედურა.
როგორ უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა რეჟიმები: აპარატის გამოყენება სასურველია აბაზანის მიღების შემდგომ.დაიტანეთ კანზე ლოსიონი, ჟელე ან ეთერზეთი. აირჩიეთ სასურველი რეჟიმი პრობლემის მიხედვით. მჭიდროთ მიაბჯინეთ აპარატის მუშა ზედაპირი კანს . პროცედურის განმავლობაში ყველა ელექტროდი უნდა ეხებოდეს კანს. კანი უნდა იყოს ნოტიო, თუ ხდება ლოსიონის სწრაფი შეწოვა დაიტანეთ ის კიდევ ერთხელ. არ გააჩეროთ აპარატი დიდხანს ერთ ადგილზე, წრიული მოძრაობებით გააცურეთ კანის ზედაპირზე საათის ისრის და ქვემოდან ზემოთ მიმართულებებით ( იხილეთ სურათები ინგლისურ ინსტრუქციაში).
დაამუშავეთ 2-3 ჯერ ერთი და იგივე ზონა 5 -10 წუთის განმავლობაში.
ადგილები,სადაც არ შეიძლება აპარატის გამოყენება: ლორწივანი , პირის ღრუ, ინტიმური ადგილები. კისრის წინა ნაწილი,გულის არეში. ნაზი კანის მქონე ადგილებში ( თითები, მაჯა,კოჭი და ა.შ). გამონაყარზე. ჩირქოვანი პროცესების დროს. მაღალი ტემპერატურის დროს. ასევე პლასტიკური ოპერაციის შემდგომ ადგილებში. RF და CVფუნქციები არ გამოიყენოთ სახეზე და თავის თმიან საფარზე.
ყოველი გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გაწმინდეთ აპარატი სუფთა ხელსახოცით. გაწმენდისას დარწმუნდით რო აპარატია გამორთულია. ასევე შესაძლებელია აპარატის გაწმენდა ნოტიო სუფთა ტილოთი. არ გამოიყენოთ აპარატის ზედაპირის გასაწმენდათ აცეტონის, ბენზინის შემცველი სითხეები.